გამძლეობა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გამძლეობა}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
გამძლეობა-ორგანიზმის უნარი, გამოიჩინოს თავი და დარჩეს აქტიური დიდი ხნის განმავლობაში, მისი უნარია გაძლება, გამოჯანმრთელება, იმუნიტეტის ქონა, ტრავმის, ჭრილობების ან დაღლილობისგან თავის არიდება. გამძლეობა ძირითადად გამოყენებულია აერობულ ან ანაერობულ ვარჯიშებში. ხანგრძლივობა განსხვავდება, მსუბუქი აერობული ვარჯიშების ხანგრძლივობამ შეიძლება გასტანოს რამდენიმე დღე, ხოლო დიდი დატვირთვის მქონე ანაერობული ვარჯიშები გრძელდება რამდენიმე წუთი.
როცა ადამიანს შეუძლია შეასრულოს ან გაუძლოს უფრო მეტ ძალისხმევას, ვიდრე აქამდე შეეძლო, ესე იგი მისი გამძლეობა გაზრდილა, რაც პროგრესზე მიანიჭებს. გამძლეობის გაუმჯობესების მიზნით, ადამიანს შეუძლია გაზარდოს დროის რაოდენობა,როცა ის ივარჯიშებს, ან განმეორების რაოდენობა, ასევე მან შეიძლება შეამციროს დრო მაგრამ დატვირთვა გაზარდოს, რაც გამოიწვევს კუნთის სიძლიერის განვითარებას მაგრამ ვერ განავითარებს მის გამძლეობას. დადასტურებულია, რომ გამძლეობის ზრდა იწვევს ენდორფინების გამომუშავებას, რაც ახალისებს ადამიანს. ნაჩვენებია, რომ ფიზიკური აქტივობით გამძლეობის მოპოვების აქტი ამცირებს დეპრესიასა და სტრესს, და ასევე ხელს უშლის ქრონიკული დავადებების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ მეტი გამძლეობა ავითარებს გულ-სისხლძარღვთა მოქმედებას, ეს არ ნიშნავს რომ ის უხდება ნებისმიერ გულ-სისხლძარღვთა დაავადებას.
ტერმინი „სტამინა“ ზოგჯერ გამოიყენება გამძლეობის სინონიმად. სამხედრო პირობებში გამძლეობა განიხილება ძალის მიხედვით. გამძლეობა ასევე მნიშვნელოვანია რთულ სიტუაციაში მოთმინებისა და გაძლებისათვის.
ვარჯიში
რედაქტირებაგამძლეობის ვარჯიების შესრულება შესაძლებელია კონკრეტული ხერხებით. სავრჯიშო გეგმების ადაპტაცია უნდა მიჰყვებოდეს ინდივიდუალურ მიზნებს. ეფექტური ვარჯიში იწყება ინდივიდის შესაძლებლობების ნახევრიდან. შესრულების უნარიანობა გამოიხატება მაქსიმალური გულისცემით. საუკეთესო შედეგების მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, როცა გულისცემა თავდაპირველი მაქსიმალური გულისცემის 55-65%-მდე დავა. აერობული და ანაერობული ვარჯიშები არ არის ნახსენები ფართო გამძლეობის ვარჯიშებში. ვარჯიშის ონტენსიურობის ზოგადი გამოთვლა ხდება გულისცემის გაზომვით.
სქოლიო
რედაქტირებაწყარო
რედაქტირებაგარე ბმულები
რედაქტირება- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: გამძლეობა
- „Tips on increasing stamina“, Active, http://www.active.com/running/Articles/Boost_Your_Endurance_in_7_SimpleSteps.htm[მკვდარი ბმული].