გამრეკელ ჯავახიშვილი
გამრეკელ ჯავახიშვილი — XIV საუკუნის I ნახევრის ქართლის წარჩინებული ფეოდალი. თეძმის ხეობაში დამკვიდრებული თორელების საგვარეულოდან წარმომდგარი ჯავახიშვილების გვარის პირველი წარმომადგენელი - შვილი ჯავახ თორელისა. ჰყავდა ძმა ივანე, და - ბობა, შვილი სარიჯნა. ჟამთააღმწერლის ცნობით, XIV საუკუნის დასაწყისში, ყაზან-ყაენის სიკვდილის შემდეგ, მეფე ვახტანგ III-თან (1298-1308) ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობაში გილანელების წინააღმდეგ. 1345 გიორგი V ბრწყინვალემ ურდოში ლაშქრობის დროს ერთგული სამსახურისთვის ჯავახიშვილს ყმა-მამული უწყალობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 1966;
- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 526.