გამზრდელი (პოემა)

აკაკი წერეთლის პოემა

გამზრდელი — ქართველი პოეტის, აკაკი წერეთლის ერთ-ერთი პოემა, რომელიც 1898 წელს დაწერა. პოემა გამზრდელი მოგვითხრობს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ვაჟკაცობასა და ტოლერანტობის შესახებ. პოემა გამოირჩევა აკაკისთვის დამახასიათებელი ტკბილი ჟღერადობით. „გამზრდელი“ აკაკის მსოფლმხედველობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიიჩნევა. პოემა ფინალით განსხვავდება სხვა მხრივ მსგავსი ნაწარმოებებისგან „მატეო ფალკონე“ (პროსპერ მერიმე, 1829), „ტარას ბულბა“ (ნიკოლოზ გოგოლი, 1842), და „ხევისბერი გოჩა“ (ალექსანდრე ყაზბეგი, 1884).

შინაარსი

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პოემის პროტაგონისტი საფარ-ბეგი შეყვარებულია მზეთუნახავ ზია-ხანუმზე და მის მოსახიბლად გადაწყვეტილი აქვს მოიპაროს ალმასხიტ ინალიფას ცხენი. ის ამ ამოცანის შესრულებაში დახმარებას სთხოვს ძუძუმტეს, ბათუს. საფარ-ბეგი დაემორჩილება გულისთქმას და გააუპატიურებს ბათუს ცოლს, ნაზიბროლას. საფარ-ბეგი გააცნობიერებს საკუთარ დანაშაულს და ძიძიშვილ ბათუს სთხოვს, მოკლას. ბათუ მას, როგორც ძიძიშვილს, ვერ მოკლავს და გაუშვებს გამზრდელთან. საფარ-ბეგი გამზრდელს, ჰაჯი-უსუბს მიმართავს და აღიარებს დანაშაულს. ჰაჯი-უსუბი თავს მოიკლავს და ამით თავად გამოისყიდის გაზრდილის დანაშაულს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება