გამარჯვების დღე (აზერბაიჯანი)

გამარჯვების დღე (აზერ. Zəfər Günü) — აზერბაიჯანის ეროვნული დღესასწაული 2020 წლის შემოდგომაზე მთიან ყარაბაღში წარმოებულ ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით. შემოღებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 დეკემბრის განკარგულებით. აღინიშნება ქალაქ შუშის აღების დღეს, 8 ნოემბერს.[1][2] უქმე დღეა.[3]

გამარჯვების დღე
გამარჯვების დღე (აზერბაიჯანი) ფოტოსურათი
ბაქოს მცხოვრებლები 2020 წლის 10 ნოემბრის გამარჯვებას ზეიმობენ
დაწესდა 2 დეკემბერი, 2020
თარიღი 8 ნოემბერი
ზეიმობა არასამუშაო დღე აზერბაიჯანში
დაკავშირებულია მთიანი ყარაბაღის ომი (2020)
 
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 2020 წლის 10 ნოემბერს ბაქოს დროით ხელს აწერს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწო, რომლებიც ამავე წლის 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. ბრძოლები შეწყდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა 2020 წლის 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.[4] კონფლიქტში გადამწყვეტ მოვლენად იქცა ქალაქ შუშის აღება, რის შედეგადაც ომი დასრულდა და აზერბაიჯანმა წარმატება დააფიქსირა.[5]

დაწესება

რედაქტირება

2020 წლის 2 დეკემბერს ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამარჯვების დღის დაწესების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბაქოს დროით ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვტის შესახებ და მისი ძალაში შესვლა ყოველი წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანში უნდა აღინიშულიყო, როგორც გამარჯვების დღე.[6][7] მეორე დღეს ეს განკარგულება გაუქმდა[8] და პრეზიდენტის ახალი განკარგულებით გამარჯვების დღედ გამოცხადდა 8 ნოემბერი, დღე, როდესაც აზერბაიჯანის არმიამ სრული კონტროლის ქვეშ აიღო ქალაქი შუშა, რამაც, განკარგულების ტექსიტი თანახმად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანის გამარჯვებაში.[9] გამარჯვების დღის თარიღის 8 ნოემბერს გადატანა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ 10 ნოემბერი თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნის დღეს ემთხვევა.[10]

  1. APA.az. (2020-12-02) В Азербайджане 10 ноября учрежден Днём Победы. ციტირების თარიღი: 2020-12-02.
  2. День Победы в Азербайджане будет торжественно отмечаться каждый год 8 ноября (2020-12-03). ციტირების თარიღი: 2020-12-03.
  3. Депутаты определились с Днем Победы и Днем Памяти
  4. Subscribe to read | Financial Times. ციტირების თარიღი: 2020-11-17.
  5. Почему Азербайджан выиграл войну в Карабахе? Отвечают военные эксперты
  6. Текст распоряжения на официальном сайте президента Азербайджанской Республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-02. ციტირების თარიღი: 2021-05-28.
  7. Ежегодно 10 ноября будет отмечаться в Азербайджане как День Победы. ციტირების თარიღი: 2020-12-02.
  8. Текст распоряжения на официальном сайте президента Азербайджанской Республики
  9. Текст распоряжения на официальном сайте президента Азербайджанской Республики
  10. Изменена дата празднования Дня Победы в Азербайджане