ლეოპოლდო გალტიერი
(გადამისამართდა გვერდიდან გალტიერი, ლეოპოლდო)
ლეოპოლდო ფორტუნატო გალტიერ კასტელი (ესპ.: Leopoldo Fortunato Galtieri Castelli) (დ. 15 ივლისი, 1926, კაზეროსი (ბუენოს-აირესი) — გ. 12 იანვარი, 2003, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი სახელმწიფო მოღვაწე. 1976–1983 წლებში არგენტინის სამხედრო ხელისუფლების წევრი. 1981–1982 წლებში არგენტინის პრეზიდენტი.
ლეოპოლდო გალტიერი | |
არგენტინის 44-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 დეკემბერი, 1981 – 18 ივნისი, 1982 | |
წინამორბედი | რობერო ედუარდო ვიოლა |
მემკვიდრე | რეინალდო ბინიონე |
დაბადებული | 16 ივლისი, 1926 ბუენოს-აირესის პროვინცია |
გარდაცვლილი | 12 იანვარი, 2003 ბუენოს-აირესი |
გალტიერი 1982 წელს ფოლკლენდის კუნძულებზე არგენტინის არმიის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო, რომელსაც შედეგად მოჰყვა ომი დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის. ეს ომი ცნობილია "ფოკლენდის ომის" სახელით. 2002 წლის 11 ივლისს გალტიერი დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა არგენტინაში სამხედრო ხუნტის პერიოდში 10.000-დან 30.000-მდე ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვაში მონაწილეობის მიღება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: რობერო ედუარდო ვიოლა |
არგენტინის პრეზიდენტი 1981 – 1982 |
შემდეგი: რეინალდო ბინიონე |