გალინა შარაბიძე (მინაიჩევა) (რუს. Гали́на Я́ковлевна Мина́ичева (Шараби́дзе); დ. 29 დეკემბერი, 1929, მოსკოვი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი) — საბჭოთა სპორტული ტანმოვარჯიშე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), ღირსების ორდენის კავალერი (1997).[1][2][3]

გალინა შარაბიძე
სრული სახელი გალინა შარაბიძე (მინაიჩევა)
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
დაიბადა 29 დეკემბერი, 1929 (1929-12-29) (94 წლის)
მოსკოვი, რსფსრ,
საბჭოთა კავშირი
დისციპლინა სპორტული ტანვარჯიში
გუნდი „დინამო“ (მოსკოვი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი დვირზე ვარჯიშში (1953), საერთაშორისო ტურნირებში მრავალგზის გამარჯვებული. 1953 წლამდე გამოდიოდა მოსკოვის სახელით.1958 წელს დაამთავრა საქართველოს სსრ ფიზკულტურის ინსტიტუტი.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1954 მსოფლიო ჩემპიონატი რომი, იტალია  
1954 მსოფლიო ჩემპიონატი რომი, იტალია  

მიღწევები

რედაქტირება
  • ოლიმპიური ჩემპიონი — 1952 (ჰელსინკი; გუნდური)
  • ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი — 1952 (ჰელსინკი; საგნით ჯგუფური ვარჯიში)
  • ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი — 1952 (ჰელსინკი; ბჯენით ხტომა)
  • მსოფლიოს ჩემპიონი — 1954 (რომი, იტალია; გუნდური)
  • მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი — 1954 (რომი, იტალია; თავისუფალი ჯგუფური ვარჯიში)
  • სსრკ ჩემპიონი — 1953 (დვირზე ვარჯიში)

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (№ 417) საქართველოს ვეტერანი სპორტსმენების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ. matsne.gov.ge. ციტატა: „საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ვეტერანი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით: გალინა შარაბიძე — ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში, სპორტის დამსახურებული ოსტატი (ღირსების ორდენით). 11 აგვისტო, 1997.“ ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022
  2. კახი ასათიანი ღირსების ორდენს გადასცემს გალინა შარაბიძეს. ფოტომატიანე „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022
  3. Минаичева (Шарабидзе) Галина Яковлевна. sportgymrus.ru. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022