გალილეო (კოსმოსური აპარატი)
„გალილეო“ (ინგლ. Galileo) — ამერიკული ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური, რომელიც სწავლობდა პლანეტა იუპიტერს და მის თანამგზავრებს, ასევე ასტეროიდებს გასპრასა და იდას. სახელი ეწოდა იტალიელი ასტრონომის გალილეო გალილეის საპატივცემულოდ და შედგებოდა ორბიტერისა და ატმოსფეროში შემსვლელისაგან. ასს დედამიწის ორბიტაზე გაყვანილ იქნა 1989 წლის 18 ოქტომბერს რაკეტა მატარებლის კოსმოსური შატლი ატლანტისის მიერ. გალილეო დაუახლოვდა იუპიტერს 1995 წლის 7 დეკემბერს, მას შემდეგ რაც ვენერისა და დედამიწის გრავიტაციული მანევრის შედეგად გახდა პირველი კოსმოსური აპარატი, რომელიც გავიდა პლანეტის გარე ორბიტაზე.[1]
გალილეოს კოსმოსური აპარატი შექმნილი იყო რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მიერ, რომლის მართვასაც კოსმოსში NASA-სთვის გალილეოს პროგრამის ფარგლებში, თვითონვე ახორციელებდა. ძრავის მოდული მოწოდებული იყო დასავლეთ გერმანიის კომპანიი Messerschmitt-Bölkow-Blohm მიერ, ხოლო Hughes Aircraft Company მიერ შექმნილ ატმოსფერულ ზონდს მართავდა NASA-ს Ames Research Center. გაშვებისას ორბიტერისა და ზონდის საერთო მასა იყო 2562 კგ, ხოლო სიმაღლე — 6.15 მ.
გალილეო განზრახ განადგურდა იუპიტერის ატმოსფეროში 2003 წლის 21 სექტემბერს. იუპიტერზე გაგზავნილი შემდეგი ორბიტალური აპარატი იყო იუნონა, რომელმაც პლანეტას 2016 წლის 5 ივლისს მიაღწია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Galileo mission site by NASA's Solar System Exploration
- Galileo legacy site by NASA's Solar System Exploration
- Galileo Satellite Image Mosaics დაარქივებული June 2, 2016, საიტზე Wayback Machine. by Arizona State University
- Galileo image album by Kevin M. Gill
- Early probe results report
- Galileo Probe NASA Space Science Data Coordinated Archive
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Galileo – Overview. ციტირების თარიღი: December 7, 2021