გალების ტკიპები, ოთხფეხა ტკიპები (ლათ. Tetrapodili) — ობობასნაირი ცხოველების ზეოჯახი. მცირე ზომის (0,1 - 0,6 მმ) ცხოველებია. აქვთ მხოლოდ წინა ორი წყვილი ფეხი, მწუწნავი პირის ორგანოები. სუნთქვისა და მხედველობის ორგანოები არა აქვთ. ცხოვრობენ მცენარეებზე და აზიანებენ მათ — იწვევენ ქსოვილების დეფორმაციას, ფოთლების სიხუჭუჭესა და ფერის შეცვლას, ყლორტების არანორმალურ დატოტვას (იხ. ქაჯისცოცხა) და სხვა. მრავალი მათგანი წარმოქმნის გალებს. საქართველოში გვხვდება გალების ტკიპების 40-ზე მეტი სახეობა. გალების ტკიპები აზიანებენ ხეხილს, ციტრუსებს, ჩაის ბუჩქს, ვაზს; ტყეში ხეებსა და ბუჩქებს. პარკებისა და ქუჩის ნარგავებს. საქართველოში ბალახოვან მცენარეებზე იშვიათად გვხვდებიან.
ბრძოლის ღონისძიებანი: იყენებენ სისტემური მოქმედების შხამებს აგროტექნიკური ღონისძიებებთან ერთად.