სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშაძე.

გალაქტიონ ვაშაძე (დ. 1880, ჭიათურა — გ. 1938) — ქართველი რევოლუციონერი, საქართველოს სსრ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1921-1923 წლებში.

გალაქტიონ ვაშაძე
დაბადების სახელი გალაქტიონ საჩინოს ძე ვაშაძე
დაბადების თარიღი 1880
ჭიათურა
გარდაცვალების თარიღი 1938
შორაპნის მაზრა
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია რევოლუციონერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1880 წელს შორაპნის მაზრის დაბა ჭიათურაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1902 წელს მონაწილეობდა სემინარიის სტუდენტთა მაქრსისტული წრის მიერ ორგანიზებულ გაფიცვაში, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და გადაასახლეს ჭიათურაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. 1903 წელს ხელმძღვანელობდა ჭიათურის მუშათა გაფიცვას. 1905 წლის დეკემბერში იყო შორაპნის მაზრაში შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი. 1906 წელს სასწავლებლად შევიდა პეტერბურგის კომერციულ კურსებზე. ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას. 1908 წელს დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში გაგზავნეს. 1910 წლის ივნისში გაათავისუფლეს, ჭიათურაში დაბრუნდა და განაგრძობდა არალეგალურ მუშაობას. 1913 წლის ზაფხულში ჭიათურის მუშათა გაფიცვის დროს იყო საგაფიცვო ბიუროს წევრი. 1914 წელს ჭიათურაში საპირველმაისო დემონსტრაციის მოწყობისათვის კვლავ დააპატიმრეს და 5 წლით ენისეის გუბერნიაში გადაასახლეს. 1917 წლის მარტში ჭიათურაში დაბრუნდა, სადაც აირჩიეს ბოლშვიკური კომიტეტის წევრად, შემდეგ თავმჯდომარედ. 1920 წლის ოქტომბრიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო ვაჭრობის კომისარიატის წარმომადგენლად თბილისში. საქართველოს სსრში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1921-1923 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1938 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება