გაისმაიერის აჯანყება
გაისმაიერის აჯანყება – აჯანყება ავსტრიაში 1526 წელს. წარმოადგენდა ავსტრიაში გლეხთა ომის ეპილოგს. 1526 წლის გაზაფხულზე ზალცბურგის საეპისკოპოსოს გლეხები და მაღაროელები აჯანყდნენ და მოქალაქეთა მხარდაჭერით აიღეს ზალცბურგი და მთელ საეპიკოპოსოს დაეუფლნენ. აპრილში აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მიხაელ გაისმაიერი. მიუხედავად რიგი გამარჯვებებისა, იმავე წლის ივლისში აჯანყება ჩაახშეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 631.