გაიოზ ცინცაძე (დ. 12 იანვარი, 1926, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მუნიციპალური გაერთიანებული კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორი, საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1948–1951 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი, 1951 წლიდან კი ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, კათედრის გამგე, პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 1 სადოქტორო და 15 საკანდიდატო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბალისტოკარდიოგრაფიული და ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების შედარებითი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა კორონალური სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს", დაიცვა 1960 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა - "არტერიული ჰიპერტონია და გულის უკმარისობა", 1976 წელს.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 338

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება