გაიოზ ბერელაშვილი

გაიოზ ადამის ძე ბერელაშვილი (დ. 1892 — გ. 1 ოქტომბერი, 1937) — ქართველი ტანმოვარჯიშე, საქართველოში სპორტული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ქიმიურ ფაკულტეტზე. 1912 წელს თბილისის ტანმოვარჯიშეთა ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მიიღო მონაწილეობა „სოკოლის“ (პრაღა) მე-6 საიუბილეო შეკრებაში („მოფრენში“), სადაც პირველი ადგილი დაიკავა. 1917 წელს დათო ჯავრიშვილთან ერთად შექმნა ტანვარჯიშული საზოგადოება „ამირანი“, რომლის ბაზაზე („სოკოლის“ საზოგადოებასთან ერთად) 1918 წლის 25 აგვისტოს ჩამოყალიბდა ქართული ტანვარჯიშული საზოგადოება „შევარდენი“. 1921 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჯერ მე-11 წითელი არმიის, შემდეგ კი — ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ფიზიკური მომზადების ინსპექტორი. 1937 წლის 2 ივლისს დააპატიმრეს და 1 ოქტომბერს „კონტრრევოლუციური სამხედრო ნაციონალისტური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს დანაშაულის შემადგენლის არარსებობის გამო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება