გაზმენდ კაპლანი
გაზმენდ კაპლანი (დ. 1 აგვისტო, 1967) — ალბანელი მწერალი და ჟურნალისტი. ის არის ერთ-ერთი ბესტსელერის, A Short Border Handbook-ის ავტორი. ამჟამად გაზმენდი ცხოვრობს ჩიკაგოში, ილინოისში.
გაზმენდ კაპლანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1967[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | Lushnjë |
საქმიანობა | მწერალი, ისტორიკოსი[3] , ჟურნალისტი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი[3] |
ალმა-მატერი | ათენის უნივერსიტეტი |
ახალგაზრდობის წლები და განათლება
რედაქტირებაგაზმენდ კაპლანი დაიბადა 1967 წლის 1 აგვისტოს, ლუშნიში, ალბანეთი. კაპლანების ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური მხარე, ისინი იძულებით იქნენ გადასახლებულნი ენვერ ხოჯას კომუნისტური რეჟიმის მიერ. 1991 წელს, ალბანეთში სახალხო მოძრაობამ კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ფეხი მოიკიდა, კაპლანი ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ მიტინგს ლუშნიში. ამის შემდეგ მას დიდი ხნის მანძილზე უწევდა პოლიციისგან დამალვა და საბოლოოდ საბერძნეთში გაიქცა.[4] კაპლანი დასახლდა ათენში, სადაც დაამთავრა ათენის ეროვნული და კაპოდისტრიული უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხით და მოიპოვა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებასა და ისტორიაში, ათენის პანთეონის უნივერსიტეტში. 2005-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსებს, ალბანეთის ისტორიასა და კულტურაში, ათენის პანთეონის უნივერსიტეტში. 2015 წელს, საბერძნეთში 24 წლიანი ცხოვრების შემდეგ, კაპლანიმ გადაწყვიტა რომ სამუდამოდ დაეტოვებინა ქვეყანა, ამას მოჰყვა საბერძნეთის პოლიციის მიერ თაღლითური ელემენტების სისტემატური შევიწროება, ნეოფაშისტური ჯგუფების მუქარა და საბერძნეთის ხელისუფლების უარი, 2008 წელს შეტანილ საბუთზე, საბერძნეთის მოქალაქეობის თაობაზე.[5] საბოლოოდ მან მოახერხა აშშ-ში წასვლა და იქ დასახლება. შეერთებულ შტატებში კაპლანი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტიპენდიატი[6] და ასწავლიდა ემერსონის კოლეჯში ბოსტონში, მასაჩუსეტსი. ახლა ის ასწავლის დეპოლის უნივერსიტეტში ჩიკაგოში, ილინოისი.
ჟურნალისტიკა და თეატრი
რედაქტირება2001-2011 წლებში კაპლანი აქვეყნებდა სტატიებს და ასევე ჰქონდა რედაქტორის მოვალეობაც საბერძნეთის ყველაზე მოთხოვნად მემარცხენე გაზეთ „ტა ნეას“-ში, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნდებოდა ათენში. ის ასევე წერდა სტატიებს ყოველკვირეულ ალბანურ გაზეთებში, Shekulli-სა და Standard-ში.
კაპლანი მუშაობდა მხატვარ ბუჩრა ხალილისთან ერთად, რომელიც ნახევრად ფრანგი და ნახევრად მაროკოელი გახლდათ. ისინი მუშაობდნენ ვიდეო-არტ პროექტზე Tempest Society, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იყო სამოქალაქო პოეზიაზე და ევროპაში მცხოვრები ლტოლვილების პირად ჩვენებებზე. იგი ნაჩვენები იყო ხელოვნების გამოფენაზე documenta 14 2017 წელს კასელში, გერმანია და ათენში, საბერძნეთი.
2008 წელს, ათენში შეიქმნა კაპლანის პიესა ΕΔΩ, რომლის რეჟისორია იორგოს ნანოურისი.[7] პიესა უცხოპლანეტელები/უცხოები, რომელიც მოკლე სასაზღვრო სახელმძღვანელოზე დაფუძნებული, შეიქმნა საბერძნეთის ყრუთა თეატრის მიერ 2013 წელს.[8] კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც ასევე დაფუძნებულია Short Border Handbook-ზე, დადგმულია 2014 წელს Rønne Theatre-ის მიერ, Rønne, Bornholm, დანია.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Gazmend Kapllani - Albright Institute - Wellesley College [1]
- Gazmend Kapllani - Literary Arts Program - Brown University [2]
- Gazmend Kapllani - TEDxThessaloniki [3]
- The Guardian - Short Border Handbook by Gazmend Kapllani [4]
- Gazmend Kapllani - 2017 Albright Institute—Wellesly College - All You Need to Know About Border Syndrome [5]
- Book Review: My Name is Europe by Gazmend Kapllani, NewFederalist.eu, February 2017.
- Gazmend Kapllani - Shqipëria ka nevojë për rebelim moral [6]
- Gazmend Kapllani articles in the Harvard Gazette.
- Gazmend Kapllani interview to CBC Radio, May 05, 2013.
- Europe Cultural Foundation Narratives for Europe: Reading Room - Gazmend Kapllani [7][მკვდარი ბმული]
- PEN Transmissions: Gazmend Kapllani [8]
- Mikrometoxos: Gazmend Kapllani: Ανοιχτή επιστολή στους Έλληνες δημοσιογράφους [9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ NUKAT — 2002.
- ↑ MAK
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Czech National Authority Database
- ↑ In Conversation with Gazmend Kapllani - Asymptote Blog en. ციტირების თარიღი: 2024-01-18
- ↑ LIFO.gr, October, 2018
- ↑ Gazmend Kapllani en. ციტირების თარიღი: 2024-01-18
- ↑ ΕΔΩ (HERE) trailer
- ↑ Aliens/Strangers trailer
- ↑ Grænsesyndrom trailer