გავრიილ ილიზაროვი

საბჭოთა ქირურგი

გავრიილ ილიზაროვი (რუს. Илизаров, Гавриил Абрамович; დ. 15 ივნისი 1921, ბელოვეჟა, პოლონეთი — გ. 24 ივლისი 1992, კურგანი, რუსეთი) — საბჭოთა ქირურგი. სპეციალისტი ტრავმატოლოგიის, კლინიკური ფიზიოლოგიისა და ორთოპედიის დარგში. აღდგენითი ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის დამფუძნებელი. გამოიგონა კომპრესიულ-დისტრაქციული სამედიცინო აპარატი, ეგრეთ წოდებული ილიზაროვის აპარატი.

გავრიილ ილიზაროვი
დაბ. თარიღი 15 ივნისი, 1921(1921-06-15)[1]
დაბ. ადგილი ბელოვეჟა
გარდ. თარიღი 24 ივლისი, 1992(1992-07-24)[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი კურგანი
დასაფლავებულია კურგანი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა orthopedic surgeon, გამომგონებელი და ექიმი
მუშაობის ადგილი Russian Ilizarov Scientific Center for Restorative Traumatology and Orthopaedics
ალმა-მატერი ს. გეორგიევსკის სახელობის სამედიცინო აკადემია
განთქმული მოსწავლეები Galandar Janbakhishov, Q85868528?, Q26243730?, Q124329197? და Q124330609?
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი

სოციალისტური შრომის გმირი (1981). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1987), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1991), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი. რსფსრ დამსახურებული ექიმი (1965), სსრკ დამსახურებული გამომგონებელი (1985), რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1991).

1944 წელს დაამთავრა ყირიმის სამედიცინო ინსტიტუტი. იყო კურგანის ექსპერიმენტული, კლინიკური ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ლენინის პრემიის ლაურეატი 1978 წელს. ილიზაროვი 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 3 მონოგრაფიის, აგრეთვე 194 გამოგონების ავტორია. კურგანის ოლქის საპატიო მოქალაქე (2003, გარდაცვალების შემდეგ). ილიზაროვი გარდაიცვალა გულის უკმარისობით 71 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება