გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენცია (2024)
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის 2024 წლის კონფერენცია, უფრო ცნობილი როგორც COP29 — გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია, რომელიც გაიმართა ბაქოში, აზერბაიჯანში, 2024 წლის 11-დან 22 ნოემბრამდე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის 2024 წლის კონფერენცია | |
---|---|
| |
მასპინძელი | აზერბაიჯანი |
თარიღი | 11-22 ნოემბერი, 2024 |
ქალაქ(ებ)ი | ბაქო |
მონაწილეები | გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრები |
თავმჯდომარე | სამირ ნურიევი |
პრეზიდენტი | მუხტარ ბაბაევი |
საიტი | cop29.az |
მუხტარ ბაბაევი COP29-ის პრეზიდენტი იყო, ხოლო სამირ ნურიევი საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
კონფერენცია დასრულდა შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და განვითარებადი ქვეყნების დახმარებას უფრო მდგრადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაში[1]. ასევე მიღებულ იქნა წესები და გაეროს რეესტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ნახშირბადის კრედიტების საერთაშორისო ვაჭრობასა და მის აღრიცხვას[2].
ეს იყო გაეროს კლიმატის პირველი კონფერენცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გაიმართა[3]. მას 198 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. კონფერენცია ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა[4].
ისტორია
რედაქტირება2016 წლის 22 აპრილს აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, რომელიც შედგა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში. შეთანხმება რატიფიცირდა 2017 წლის 9 იანვარს და ძალაში შევიდა 2017 წლის 8 თებერვალს.
2018 წელს სტუდენტურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Oikos Baku, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებასა და ლიდერობაზე, მოაწყო სამოდელო კონფერენცია სახელწოდებით COP23.5. ამ ინიციატივის მიზანი იყო აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერება და მათი აღჭურვა უნარ-ჩვევებით, რაც საშუალებას მისცემდა მათ, მონაწილეობა მიეღოთ კლიმატის გლობალურ დისკუსიებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა დელეგატმა სხვადასხვა ქვეყნიდან. დისკუსიები ფოკუსირებული იყო კლიმატის გამოწვევების გადაჭრასა და მდგრადი გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რაც მომავალი ქმედებების საფუძვლად უნდა ქცეულიყო[5].
სამიტი აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ერთ-ერთ ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო. 2023 წლის დეკემბერში აზერბაიჯანი ოფიციალურად გამოცხადდა 2024 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მასპინძლად[6].
2024 წლის სექტემბერში COP29-ის პირველი ოფიციალური პარტნიორები გამოცხადდნენ. ესინი იყვნენ აზერბაიჯანული კომპანიები: „SOCAR Green“ ენერგეტიკული ტრანზიციის პარტნიორის სტატუსით; „PASHA Holding“ სტრატეგიული მიმართულებით; „Azersun“ მდგრადი განვითარების პარტნიორის როლში; ხოლო „Silk Way West Airlines“ გახდა გლობალური ტვირთების პარტნიორი[7].
რამდენიმე დღის შემდეგ პარტნიორებს შეუერთდნენ კიდევ ორი აზერბაიჯანული კომპანია: „NEQSOL Holding“ და „GILTEX“[8].
ოქტომბრის ბოლოს კონფერენციის საბანკო პარტნიორად „ABB Bank“, ხოლო სტუმრების განსახლების პარტნიორი გახდა კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პრემიუმ კლასის საკურორტო კომპლექსი „Sea Breeze“[9] დასახელდა.
კონფერენციის მიზანი
რედაქტირებაCOP-ის კონფერენციების მიზანი ნახშირორჟანგის რაოდენობა მსოფლიოში 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვაა, როგორც ეს პარიზის შეთანხმებაშია მითითებული[10]. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა საიმონ სტილმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნების მინიმუმ 2/3-მა მკვეთრად უნდა შეამციროს ნახშირორჟანგის ემისიები ატმოსფეროში.
COP29-ის გახსნის დღეს მიიიღეს შეთანხმება ნახშირბადის საერთაშორისო ბაზრის სტანდარტებზე ნახშირბადის კრედიტებით ვაჭრობისთვის. ამან უნდა წაახალისოს ქვეყნები, რათა ემისიები შეამცირონ და განახორციელონ ინვესტიციები კლიმატის გაუმჯობესების პროექტებში[11].
დაფინანსების საკითხები
რედაქტირებაინდუსტრიალიზებულმა ქვეყნებმა უარყვეს წინადადებები დაფინანსების ათჯერ გაზრდის შესახებ. მიიჩნიეს ისინი არარეალურად და დააყენეს მოთხოვნა, რომ ჩინეთმა და ყურის ქვეყნებმა უნდა მოაგვარონ ფინანსური საკითხები[12]. ახალი დაფინანსების ხელშეკრულების ტექსტის პროექტი შაბათს, 17 ნოემბრამდე არ მიიღეს. ევროპელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ ნავთობის მთავარი მწარმოებელი ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი, ასევე ბლოკავენ დისკუსიებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს გასული წლის COP28 შეთანხმება, რომელიც მსოფლიო საზოგადოების წიაღისეული საწვავისგან ჩამოშორებას ითვალისწინებდა[13].
აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებმაც გლობალური დათბობის შეზღუდვის მიზნით პარიზის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ შეშფოთება გამოიწვია[14].
აზერბაიჯანის გეგმა შექმნას მსგავსი კლიმატის ფონდი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად არ მიიღეს[15]. თუმცა, გარკვეული ინიციატივები მაინც გაითვალისწინეს. 14 ნოემბერს კლიმატის პლატფორმის წევრებმა ბიზნესის, ინვესტიციებისა და ქველმოქმედების სფეროებიდან გამოაცხადეს განზრახვა გაერთიანდნენ კლიმატის ბაზრებზე კერძო კაპიტალის განლაგების დასაჩქარებლად. რეგიონული პროგრამები აზიის განვითარების ბანკმა გამოაცხადა. აზერბაიჯანის საბანკო სექტორი 2030 წლისთვის 1,2 მილიარდ დოლარს გამოყოფს მწვანე პროექტებისთვის[16].[ შვედეთმა გამოაცხადა 730 მილიონი აშშ დოლარის კონტრიბუცია გაეროს კლიმატის მწვანე ფონდში[16]. 15 ნოემბერს დანიამ, ფინეთმა და ნორვეგიამ გამოაცხადეს დამატებითი შენატანების გამოყოფის შესახებ სისტემატური დაკვირვების დაფინანსების ფონდში[17].
COP-ის ორგანიზება ფინანსდება წამყვანი მონაწილე ქვეყნების შენატანებით, მაგრამ 2024 წელს ღონისძიებაზე თანხები 29 ქვეყნიდან არ მიიღეს, მათ შორის აშშ-დან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, საუდის არაბეთიდან და ინდოეთიდან. 40 კუნძულოვანი სახელმწიფოს დელეგაცია, სადაც თითოეული სახელმწიფოდან 4 წარმომადგენელი იყო ჩამოსასვლელი ბაქოში, აზერბაიჯანმა საკუთარი ხარჯებით ჩამოიყვანა[18].
აზერბაიჯანის, როგორც მასპინძელი ქვეყნის გეგმები
რედაქტირებააზერბაიჯანი ერთ-ერთი ყველაზე წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ეკონომიკაა, სადაც ნავთობი და გაზი ექსპორტის 90%-ს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტის 60%-ს უზრუნველყოფს. თუმცა, ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა გეგმები ქარისა და მზის ენერგიის წილის მნიშვნელოვნად გაფართოების შესახებ. ამისათვის აზერბაიჯანი ააშენებს დამაკავშირებელ ელემენტებს დაბალი ნახშირბადის ენერგიის გადასატანად აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის შავი ზღვის ქვეშ ბულგარეთში, უნგრეთსა და რუმინეთში[19].
ევროკავშირმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ინიციატივებს საკუთარი პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელების შესახებ, განსაკუთრებით ენერგოეფექტურობის სფეროში[20].
აზერბაიჯანი მიზნად ისახავს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას 2030 წლისთვის 35%-ით და 2050 წლისთვის 40%-ით 1990 წლის დონესთან შედარებით. ამასთანავე, ქვეყანა ახდენს არსებული ენერგეტიკული სისტემის დივერსიფიკაციას, რათა გახდეს მწვანე ენერგიის ლიდერი[21].
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ოკუპაციისგან გათავისუფლებული მიწები „მწვანე ენერგიის“ ზონად გამოაცხადა და დამტკიცდა 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამ ტერიტორიების გადაქცევას „ნულოვანი ემისიის“ ზონად 2050 წლისთვის[10].
საორგანიზაციო კომიტეტი
რედაქტირებაCOP29-ის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით 2024 წლის 13 იანვარს. 2024 წლის 19 იანვარს და 22 თებერვალს კომიტეტის შემადგენლობა გაფართოვდა. კომიტეტი შედგებოდა 56 წევრისგან, მათ იყვნენ არიან მინისტრები, ეროვნული ასამბლეის წევრები და სამთავრობო ორგანოების სხვა ხელმძღვანელები[22]. COP29-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამირ ნურიევი გახლდათ. მუხტარ ბაბაევი COP29-ის პრეზიდენტად 2024 წლის იანვარში აირჩიეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Climate Talks End With a Bitter Fight and a Deal on Money"
- ↑ COP29 agrees deal to kick-start global carbon credit trading
- ↑ Мишустин прилетел в Баку на климатическую конференцию ООН
- ↑ Digital Maps and Transport
- ↑ Conference of the Parties (COP) 23.5
- ↑ As Cop29 president, I will build bridges between the diverging north and south to keep 1.5C in reach
- ↑ Названы первые официальные партнеры COP29
- ↑ Объявлены официальные партнеры COP29
- ↑ ® Банк ABB – главный банковский партнер COP29!
- ↑ 10.0 10.1 Azərbaycanda keçiriləcək COP29 nədir, xərcini kim çəkəcək, kimlər gələcək? 10 suala cavabda
- ↑ Will COP29 deliver the trillions needed to tackle the man-made climate crisis?
- ↑ COP29: Climate funding in the spotlight
- ↑ UN climate chief asks G20 leaders for boost as COP29 finance talks lag
- ↑ COP29 opens in Azerbaijan for talks centred on climate funding
- ↑ COP29 Bulletin Day 4: Azerbaijan’s climate fund on ice and Europe hits back at Aliyev criticism
- ↑ 16.0 16.1 Asset Owners Worth $10 Trillion Commit To Climate Action At COP29 Day Four - Finance, Investment and Trade Day
- ↑ SOFF at COP29: Increased funding from Denmark, Finland, Norway
- ↑ СОР29 в Баку может увязнуть в политических и экономических неопределенностях
- ↑ COP29-un gələn il ölkəmizdə keçirilməsi ilə əlaqədar Prezident İlham Əliyevin sədrliyi ilə müşavirə keçirilib
- ↑ Azerbaijan
- ↑ Enerji keçidi üzrə təşəbbüslər
- ↑ COP29 Organising Committee