გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 98

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 98 მიიღეს 1952 წლის 23 დეკემბერს. რეზოლუციამ ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობებს, გაეროს ამავე ქვეყნების წარმომადგენლების მფარველობის ქვეშ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებების წარმოება აიძულა, წარსულში ჩამოყალიბებული დემილიტარიზაციის პერიოდის დასასრულს, ცეცხლის შეწყვეტის ხაზის თითოეულ მხარეს დარჩენილი ჯარის გარკვეულ რაოდენობაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით. გაეროს წარმომადგენლების მონაცემებით, პაკისტანის მხარეს, ეს რიცხვი 3 000-სა და 6000-ს შორის იყო, ხოლო ინდოეთის მხარეს — 12 000-სა და 18 000-ს შორის. შემდეგ, რეზოლუციამ მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენელს მისი ძალისხმევისთვის და ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობებს სთხოვა, რომ საბჭოსთვის არა უგვიანეს 30 დღეში ჩაებარებინათ ანგარიში. ამასთანავე, გაეროს წარმომადგენელს, ნებისმიერი პროგრესის შემთხვევაში, საბჭოს ინფორმირებისკენ მოუწოდა.

გაეროს უს
რეზოლუცია 98
თარიღი 23 დეკემბერი 1952
სხდომა № 611
კოდი S/2883 (დოკუმენტი)
თემა ინდოეთ-პაკისტანის საკითხი
კენჭისყრა
მომხრე: 9
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 1
არ მონაწილეობდა: 1
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

რეზოლუცია მიიღეს 9 ხმით. საბჭოთა კავშირმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო პაკისტანმა — მონაწილეობა არ მიიღო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება