გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2 მიიღეს 1946 წლის 30 იანვარს. რეზოლუციის მიხედვით მოუწოდეს ირანსა და სსრკ-ს მშვიდობიანად გადაეწყვიტათ მათ შორის არსებული კრიზისი. უშიშროების საბჭომ მოუწოდა ქვეყნებს მიემართათ მოლაპარაკებებისათვის ნებისმიერ დროს.
გაეროს უს რეზოლუცია 2 | |
---|---|
მეჰაბადის რესპუბლიკის სავარაუდო ფართობი | |
თარიღი | 30 იანვარი 1946 |
სხდომა № | 5 |
კოდი | S/RES/2 (დოკუმენტი) |
თემა | ირანის კრიზისი |
კენჭისყრა |
მომხრე: 11 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია ერთხმად |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
რეზოლუცია მიიღეს ერთხმად.
წინაპირობა
რედაქტირებაკონფლიქტის საფუძველი გახდა ირანის მიერ 1942 წელს დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვით ბრიტანულ და საბჭოთა ჯარებს შეეძლოთ ირანში დისლოცირება გერმანელთა თავდასხმისგან ირანული ნავთობის საბადოების დაცვის მოტივით.[1] ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ასევე შევიდა ქვეყანაში. 1942 წლის ხელშეკრულების პირობის მიხედვით, უცხო ქვეყნის ყველა ჯარისკაცს უნდა დაეტოვებინა ირანი ომის დასრულებიდან ექვსი თვის მანძილზე.[2] შეთანხმების მიუხედავად გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა ირანის ნავთობის საბადოების ექსპლუატაცია დაიწყეს.
ჰარი ტრუმენის პრეზიდენტად არჩევას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოლიტიკის გატარება მოჰყვა. მოსკოვმა ირანში ამბოხებულების მხარდაჭერა და მათი დახმარებით ირანის მთავრობის ჩამოგდების მცდელობა დაიწყო, რათა ამ გზით რეგიონში გავლენა შეენარჩუნებინა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სარჩელით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რაც კრიზისის დაწყების მომენტად ითვლება.
შედეგი
რედაქტირებაუცხო ქვეყნის ჯარების საბოლოო გაყვანის თარიღად 1946 წლის 2 მარტი გამოცხადდა, თუმცა საბჭოთა ძალები ქვეყანაში ამ თარიღის შემდეგაც რჩებოდნენ. საბოლოოდ, საბჭოთა არმიამ ირანი 1946 წლის 25 მარტს დატოვა, მას შემდეგ, რაც ირანმა და საბჭოთა კავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ირანმა საბჭოთა კავშირს, ძალების გაყვანის სანაცვლოდ, ნავთობის საბადოების ექსპლუატაციის უფლება დართო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Soviets announce withdrawal from Iran.
- ↑ Anglo-Soviet-Iranian Treaty of 1942. ციტირების თარიღი: 2022-05-22