გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის დეკლარაცია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის დეკლარაცია (ინგლ. United Nations Millennium Declaration) ― 2000 წლის 8 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, სამდღიან ათასწლეულის სამიტზე მიღებული 60 მიზანი მშვიდობის, განვითარების, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებებისა და მშიერი აფრიკის შესახებ. 55/2 დეკლარაციას ათასწლეულის დეკლარაცია ეწოდება.[1] დეკლარაციას კიდევ ერთხელ გადახედეს 2005 წლის მსოფლიო სამიტზე.[2][3] დეკლარაცია 8 თავსა და 32 მუხლს მოიცავს.
სტრუქტურა
რედაქტირებაათასწლეულის დეკლარაცია მსოფლიო სამიტზე 189 ლიდერმა მიიღო. ის 8 თავისგან შედგება.
- ღირებულებები და პრინციპები
- თავისუფლება
- თანასწორობა
- სოლიდარობა
- ტოლერანტობა
- ბუნების პატივისცემა
- გაზიარებული პასუხისმგებლობა
- მშვიდობა, უსაფრთხობა და განიარაღება
- განვითარება და სიღარიბის აღმოფხვრა
- საერთო გარემოს დაცვა
- ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კარგი მმართველობა
- მოწყვლადი ჯგუფების დაცვა
- აფრიკის განსაკუთრებული საჭიროებების დაკმაყოფილება
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაძლიერება
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- UN (8 September 2000) United Nations Millennium Declaration. 55/2. United Nations General Assembly.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ UN 2000.
- ↑ United Nations Conferences, Meetings and Events FR. ციტირების თარიღი: 2018-01-30
- ↑ 2005 World Summit Outcome. ციტირების თარიღი: 30 January 2018