გადასახადები გაერთიანებულ სამეფოში

გადასახადები გაერთიანებულ სამეფოშიგაერთიანებულ სამეფოში გადასახადების გადახდა ხდება ორ დონეზე: ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე. ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს: სახელმწიფო გრანტებს, ადგილობრივ გადასახადებსა, გადასახადებსკომერციულ უძრავ ქონებაზე და მოსაკრებელს პარკირებისთვის (ამ ბოლო დროს განსაკუთრებით). სახელმწიფო ხელისუფლების ბიუჯეტი, ძირითადად, ივსება საშემოსავლო გადასახადით. კორპორატიული გადასახადებით, დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) და სააქციოზო გადასახადებით საწვავზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე.

რეზიდენტობა

რედაქტირება

გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მიღებული ნებისმიერი შემოსავალი იბეგრება, მიუხედავად პირის ფორმალური რეზიდენტობისა, საცხოვრებელი ადგილისა, თუ კომპანიის რეგისტრაციის ადგილისა. ეს ნიშნავს, რომ პირები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტები, გადასახადებს იხდიან მხოლოდ მაშინ, თუ შემოსავალი მიიღეს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. მის ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი არ იბეგრება. ხოლო გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტი პირები გადასახადებს იხდიან არა მარტო იმ შემოსავლისთვის, რაც გაერთიანებულ სამეფოში მიირეს, არამედ იმ შემოსავლისთვისაც, რაც მირებული აქვთ მის ფარგლებს გარეთ.

საშემოსავლო გადასახადი

რედაქტირება

საშემოსავლო გადასახადი (Income Tax) სახელმწიფოს მიერ შემორებული ძირითადი გადასახადია. გადასახადი პროგრესულია, ანუ მისი განაკვეთი დამოკიდებულია შემოსავლის მოცულობაზე. კერძო პირებისთვის განსაზღვრულია დაუბეგრავი შემოსავალი. 2009-2010 წლებში დაუბეგრავი შემოსავალია £6 475[1].

საგადასახადო განაკვეთი შემოსავალი დივიდენდებიდან შემოსავალი ანაბრებიდან სხვა შემოსავლები შემოსავლის დონე ფუნტებში (დაუბეგრავი მინიმუმის ზემოთ)
საწყისი დონე არ იბეგრება 10 % არ იბეგრება 0—2 440
საბაზისო დონე 10 % 20 % 20 % 0—37 400
მაქსიმალური დონე 32,5 % 40 % 40 % 34 600 ზემოთ

სოციალური გადასახადი

რედაქტირება

სახელმწიფოს დაფინანსების მეორე მთავარი წყარო არის სავალდებულო გადასახადები ეროვნულ დაზღვევაზე (National Insurance). ამ გადასახადს იხდიან როგორც გადასახადების გადამხდელები, ასევე დამსაქმებლებიც. დაქირავებული პირებისთვის ამ გადასახადის განაკვეთი შეადგენს ხელფასის 11%-ს, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია, გადაიხადოს ყოველ დასაქმებულზე 12.8%. პირები, რომლებიც აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს, ეწევიან ქველმოქმედებას და გათხოვილი დაუსაქმებელი ქალები ასევე ვალდებულნი არიან გადაიხადონ ეროვნული დაზღვევის გადასახადი.

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ, VAT — Value added tax), არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც ერიცხება საქონლისა თუ მომსახურების ღირებულებას. დღგ სახელმწიფო ფინანსები შევსების მხრივ მესამე ადგილზეა. 2008 წლის ნოემბრიდან მისი განაკვეთი 15%-მდე შემცირდა (17.5%-დან).

კორპორატიული გადასახადი

რედაქტირება

კორპორატიულ გადასახადს იხდიან კომპანიები მიღებული მოგებიდან. 2006 წლიდან არსებობს კორპორატიული გადასახადის 2 დონე. კომპანიები, რომელთა მოგება აღემატება 1.5 მილიონ ფუნტს, იხდიან მოგების 30%-ს, ხოლო კომპანიები უფრო მცირე შემოსავლით, იხდიან მოგების 19%-ს. ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობით დაკავებული კომპანიები იხდიან დამატებით 20%-ს მოგებიდან.

არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემდეგ საქონელზე: თამბაქო, ალკოჰოლური სასმელი, ბენზინი, აზარტული თამაშები, სატრანსპორტო საშუალებები.

გადასახადი კაპიტალურ შემოსავლებზე

რედაქტირება

კაპიტალურ შემოსავლებზე გადასახადად ითვლება კაპიტალური აქტივების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი. კაპიტალური აქტივები შეიძლება იყოს როგორც უძრავი ქონება, ისე ფინანსური აქტივები (აქციები, ობლიგაციები). კაპიტალურ შემოსავლებზე გადასახადი (Capital Gains Tax) გამოითვლება წმინდა კაპიტალური შემოსავლიდან (ხარჯების გამოკლებით). გადასახადის განაკვეთი განიზაზღვრება იმ დროის მიხედვით, როცა მოხდა კაპიტალური აქტივების გაყიდვა, ასევე გადასახადის გადამხდელის საერთო შემოსავლების დონის მიხედვით. კერძო პირებისთვის გადასახადის განაკვეთი გამოითვლება სხვანაირად, ვიდრე კომპანიებისთვის და დამოკიდებულია იმაზე, გაყიდული კაპიტალური აქტივი იყო კერძო თუ კომერციული. აქაც განსაზღვრულია გარკვეული დაუბეგრავი მინიმუმი ფიზიკური პირებისთვის. 2007-2008 წლებში ეს იყო £9.200 წელიწადში. კომპანიები დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით არ სარგებლობენ.

სამემკვიდრეო გადასახადი

რედაქტირება

პირდაპირი გადასახადი, რომლითაც იბეგრება გარდაცვლილის ქონება ან ფინანსური საშუალებები. გადასახადის გადამხდელია გარდაცვლილის მემკვიდრე. გადასახადით იბეგრება

  • გარდაცვლილის ქონება, მათ შორის უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, ფულადი საშუალებები
  • საჩუქრები, რომლებიც გასცა გარდაცვლილმა გარდაცვალებამდე 7 წლის განმავლობაში
  • აქტივები, რომლებიც უშუალოდ არ ეკუთვნოდა გარდაცვლილს, მაგრამ მისი გარდაცვალების შედეგად შეიცვალა სტატუსი

მემკვიდრეობის პირველი 300 000 ფუნქტი არ იბეგრება (2007-2008 წწ.)[2]. ყველა სამკიდრო, რომლის ფასიც ამ ტანხას გადააჭარბებს, იბეგრება 40%-ით. სამემკვიდრეო გადასახადით არ იბეგრება მემკვიდრეობის გადასვლა მეუღლეზე.

საგერბო მოსაკრებელი

რედაქტირება

საგერბო მოსაკრებელი გადაიხდევინება აქციებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვისას. მისი განაკვეთია 0.5%. უძრავი ქონების გაყიდვისას გადასახდელი თანხის რაოდენობა დამოკიდებულია გასაყიდ ქონებაზე და შეიძლება მიაღწიოს მის 4%-მდე.[3]

საგადასახადო წელი

რედაქტირება

საგადასახადო წელი (ან ფისკალური წელი) იწყება 6 აპრილს და მთავრდება შემდეგი წლის 5 აპრილს. ასეთი უცნაური თარიღების შერცევა განპირობებულია ისტორიული ფაქტით. 1752 წელს ინგლისი იულიუსის კალენდრიდან, რომლითაც ახალი წელი დგებოდა 25 მარტს, გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე, რომლითაც ახალი წელი იწყებოდა 1 იანვარს. განსხვავება კალენდრებს შორის შეადგენდა 11 დღეს, ხოლო ხელისუფლებას არ სურდა, დაეკარგა 11 დღის გადასახადები, ამიტომაც დააწესა საგადასახადო წლის ათვლა 5 აპრილიდან, ხოლო 1800 წლიდან კი - 6 აპრილიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები. HM Revenue & Customs. ციტირების თარიღი: 2009-06-26.
  2. სამემკვიდრეო გადასახადი. HM Revenue & Customs. ციტირების თარიღი: 2007-11-18.
  3. საგერბო მოსაკრებლის განაკვეთები. HM Revenue & Customs. ციტირების თარიღი: 2007-11-18.