გადაბეის ოქრო-სპილენძ-პირიტის საბადო

გადაბეის ოქრო-სპილენძ-პირიტის საბადო (აზერ. Gədəbəy qızıl-mis-mərgümüş yatağı) — მდებარეობს აზერბაიჯანის გადაბეის რაიონში, მისდაღის მთის აღმოსავლეთ კალთაზე, გადაბეის რეგიონალური ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ში. საბადო ცნობილია როგორც კომპლექსური, რადგან აქ მოიპოვება სპილენძი, ოქრო, ვერცხლი, გოგირდი და სხვა მინერალები.

გადაბაის საბადო აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტია. მისი განვითარება ხელს უწყობს რესურსების მდგრად ექსპლუატაციას, რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ქვეყნის სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის გაძლიერებას.

გადაბეის საბადო პირველად 1850-იან წლებში აღმოაჩინეს და სამრეწველო ექსპლუატაციაში ჩაერთო თურქეთში მცხოვრები ბერძნების, ძმები მეხოვების კომპანიის მიერ. 1864 წელს საბადო გადაეცა გერმანულ კომპანია Siemens-ს, რომელმაც საბადოს განვითარება გააგრძელა. Siemens-მა სპილენძის ქარხანა და ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა აამუშავა, რაც საშუალებას აძლევდა მოპოვებული მინერალები უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაეტანათ. 1867-1914 წლებში მოიპოვეს 58 ათასი ტონა სპილენძი. 1883 წელს საბადოს გააქტიურებამ გადაბეიში და მიმდებარე სოფელ კალაკენდში ბაქო-ბათუმის რკინიგზის აშენება განაპირობა.

1894 წელს, საწვავის მიწოდების სირთულის გამო, სოფელ დალიარიდან გადაბაიმდე ნავთობსადენი აშენდა. 1900-1901 წლებში რუსმა მინეროლოგმა ე.ფიოდოროვმა ახალი მადნის მარაგი აღმოაჩინა, რამაც საბადოს ექსპლუატაციის ვადა გაახანგრძლივა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს, გერმანელ მეწარმეებს, რუსეთის იმპერიის მთავრობის ბრძანებით, რუსეთის დატოვება მოუწიათ. თუმცა Siemens-მა მოახერხა საბადოს დარეგისტრირება რუსეთის მოქალაქეების სახელზე და მისი ექსპლუატაცია გასაბჭოებამდე განაგრძო.

1922-1936 წლებში აქ მოპოვებული იქნა პირიტი. საბჭოთა პერიოდში, Азцветмедь მოიპოვებდა სპილენძს მიწისქვეშა წყლებიდან გაჟონვის გზით.

1997 წელს აზერბაიჯანულ მხარესა და Anglo-Asian Mining PLC-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ოქროსა და ვერცხლის მოპოვების მიზნით.

2009 წელს საბადოს დამუშავება განაახლა აზერბაიჯანის საერთაშორისო სამთო კომპანიამ (AIMC). 2009 წლის მონაცემებით საბადოს მარაგი შეადგენდა 22 ტონა ოქროს, 192 ტონა ვერცხლს, 37 ათასი ტონა სპილენძს.

2013 წელს გადაბეიში თანამედროვე ოქროს მოპოვების ქარხანა აშენდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება