გადაატარე შენი გუთანი მიცვალებულთა ძვლებზე
გადაატარე შენი გუთანი მიცვალებულთა ძვლებზე (პოლონური: პოლ. Prowadź swój pług przez kości umarłych) — ოლგა ტოკარჩუკის 2009 წლის მისტიკური რომანი. თავდაპირველად პოლონურად გამოქვეყნდა ლიტერატურული გამომცემლობის Wydawnictwo Literackie-ის მიერ, მოგვიანებით კი წიგნი ინგლისურად თარგმნა ანტონია ლოიდ-ჯონსმა და გამოიცა 2018 წელს ბრიტანული დამოუკიდებელი გამომცემლის Fitzcarraldo Editions-ის მიერ.
„გადაატარე შენი გუთანი მიცვალებულთა ძვლებზე“ | |
---|---|
| |
ავტორი | ოლგა ტოკარჩუკი |
ქვეყანა | პოლონეთი |
ენა | პოლონური |
თემა | მკვლელობები |
ჟანრი | მისტიკა |
გამომცემელი | Wydawnictwo Literackie |
გამოცემის თარიღი | 2009 |
გვერდი | 318 |
ISBN | 978-83-08-04398-1 |
წიგნის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2019 წელს, როდესაც ის გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში Riverhead Books-ის მიერ. ინგლისური თარგმანის ნაწილი თავდაპირველად გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალში Granta 2017 წელს.[1]
რომანი მოხვდა 2019 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის სიაში.[2][3][4][5] ანტონია ლოიდ-ჯონსის თარგმანი ასევე მოხვდა 2019 წლის ეროვნული წიგნის ჯილდოს მთარგმნელობითი ლიტერატურის სიაში.[6][7] 2018 წელს ტოკარჩუკს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში რომანის აშშ-ში გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ.[8] 2020 წელს იგი მოხვდა დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს სიაში.[9]
სიუჟეტი
რედაქტირებაიანინა დუსჟეკო არის მოხუცი ქალი, რომელიც ცხოვრობს პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში, რომელიც მდებარეობს ჩეხეთის საზღვართან სილეზიის რეგიონში, ლევინსა და კლოძკოს შორის. იანინა დროის უმეტეს ნაწილს ასტროლოგიის შესწავლასა და უილიამ ბლეიკის პოეზიის მეგობარ დიზისთან ერთად პოლონურად თარგმნაში ატარებდა. მას ორი ძაღლი ჰყავდა, მაგრამ ორივე დაიკარგა. ერთ დღეს, მისი მეზობელი ბიგ ფუტი, მონადირე, იპოვა გარდაცვლილი თავის სახლში იანინას მეგობარმა ოდბოლმა. იანინამ და ოდბოლმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ იფიქრეს, რომ ბიგ ფუტი ძვალმა დაახრჩო. იანინა ასევე აღმოაჩენს შოკისმომგვრელ ფოტოს სახლში, რომლის შესახებაც წიგნის ბოლო თავშია მოთხრობილი.
იანინას არ მოსწონდა ბიგ ფუტი, რადგან ხშირად ნადირობდა ცხოველებზე. იანინამ იფიქრა, რომ ცხოველებს შეეძლოთ მოეკლათ ბიგ ფუტი შურისძიების გამო. ის ამის შესახებ წერს ადგილობრივ პოლიციას, რომელიც უგულებელყოფს მის თეორიას. პოლიციის კომენდანტი ასევე მონადირეა. ის მოგვიანებით მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს.
კომენდანტის სიკვდილით იანინა დარწმუნდა, რომ ის და ბიგ ფუტი ცხოველებმა მოკლეს, მაგრამ იანინას მეგობრები დიზი და ოდბოლი სკეპტიკურად უყურებენ მის თეორიას. იანინა პოლიციაში დანაშაულის ადგილზე მოწმის სახით დაკითხეს. დაკითხვის დროს კი ერთ-ერთ ოფიცერი იანინას ეუბნება რომ, მისთვის ცხოველის სიცოცხლეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ადამიანისას, იანინა კი ეუბნება მას, რომ ორივეს სიცოცხლეს თანაბარი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე დაიკარგა სოფლის მდიდარი ფერმერი და ბორდელის მფლობელი, ინერდი. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ის საყვარელთან ერთად გაიქცა. სოფელში მოდის ენტომოლოგი, სახელად ბორისი, იანინას მიერ დაწერილი "ბოროსი". ის იკვლევს გადაშენების პირას მყოფ ხოჭოებს და იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს პოლონეთის მთავრობას, დაიცვას ისინი გადაშენებისგან. იანინას მოსწონს ბოროსი და მალე ის იანინასთან გადმოვა საცხოვრებლად. მათ ერთმანეთი შეუყვარდებით.
მოგვიანებით ინერდი ტყეში მკვდარი იპოვეს. ასევე გარდაცვლილი იპოვეს რამდენიმე კვირის შემდეგ პრეზიდენტი, ადგილობრივი სოციალური კლუბის ლიდერი და მონადირე. სოფელში გაიხსნა ახალი კათოლიკური სამლოცველო, რომლის წინამძღოლი მამა რასტლი, მონადირეა. ერთ-ერთ ქადაგებაში მამა რასტლი ადიდებს მონადირეებს და უწოდებს მათ „უფალი ღმერთის ელჩებს და პარტნიორებს შემოქმედების საქმეში“. იანინა აწყვეტინებს მას ქადაგებას, უყვირის რასტლს და დანარჩენ სოფლელებს. რამდენიმე დღის შემდეგ ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა და მამა რასტლი გარდაცვლილი იპოვეს. დიზი და ოდბოლი ყველაფერში იანინას ადანაშაულებენ. იანინა თავის მეგობრებს უჩვენებს ფოტოს, რომელიც იპოვა ბიგ ფუტის სახლში, სადაც ასახულია ბიგ ფუტი, კომენდანტი, ინერდი, პრეზიდენტი და მამა რასტლი, რომლებიც ახლახან მოკლულ ცხოველებთან, მათ შორის იანინას ორ ძაღლთან დგანან. ბიგ ფუტი მისი თქმით მართლაც დაიხრჩო ძვლისგან, მაგრამ ამ მოვლენამ და მისი ფოტოსურათის აღმოჩენამ შთააგონა იანინა, მოეკლა შემდეგი ოთხი მამაკაცი. მეორე დღეს იანინას სახლთან პოლიცია მივიდა და ჩხრეკა ჩაატარა, მაგრამ იგი არ დაუკავებიათ. იანინა ჩეხეთში გაიქცევა და ბიალოვიეჟას ტყის პირას დასახლდება.
ფილმი
რედაქტირება2017 წელს გამოვიდა წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი Spoor, რომლის რეჟისორი არის პოლონელი აგნიესკა ჰოლანდი. ფილმმა მიიღო ალფრედ ბაუერის პრიზი (ვერცხლის დათვი) ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გადაატარე შენი გუთანი მიცვალებულთა ძვლებზე საიტზე goodreads.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tokarczuk, Olga. (16 March 2017) Drive Your Plough Over the Bones of the Dead. ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ Marshall, Alex. (9 April 2019) Women Dominate Shortlist for Booker International Prize. ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ Polish novelist nominated for back-to-back Booker Prize (9 April 2019). ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ Cain, Sian. (9 April 2019) Man Booker International shortlist dominated by female authors and translators. ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ van Koeverden, Jane. (9 April 2019) Olga Tokarczuk shortlisted for 2019 Man Booker International Prize. Canadian Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ The 2019 National Book Awards Longlist: Translated Literature (17 September 2019). ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ Italie, Hillel (17 September 2019). „National Book Awards list for translation has global reach“. Associated Press. ციტირების თარიღი: 25 June 2021.
- ↑ Nobel Prize Lessons – All Nobel Prizes 2019 en-US. ციტირების თარიღი: 2019-10-11
- ↑ Dublin City Council Announces the 2020 International DUBLIN Literary Award Shortlist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 28 September 2020
- ↑ Prizes of the International Jury. Berlinale (18 February 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 18 February 2017