გაგამარუ
გაგამარუ (ნამდვილი სახელი — თეიმურაზ ჯუღელი; დ. 23 თებერვალი 1987, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სუმოისტი. რიგით მესამე ქართველი სუმოისტი კოკაისა და ტოჩინოშინის შემდეგ, რომელმაც „მაკუუჩის“ ზედა რანგებს მიაღწია. მის ყველაზე დიდ შედეგად ითვლება „კომუსუბის“ წოდება, რომელიც 2012 წლის მარტში მიიღო. 2020 წლის ნოემბერში კარიერა დაასრულა. [1]
გაგამარუ | |
---|---|
მშობლიური სახელი | თეიმურაზ ჯუღელი |
დაბ. თარიღი | 23 თებერვალი, 1987 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
სიმაღლე | 186 მ |
წონა | 199 კგ |
დებიუტი | ნოემბერი, 2005 |
უმაღლესი რანგი | კომუსუბი (მარტი, 2012) |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადაიბადა თბილისში, ვარჯიშობდა ძიუდოსა და სამბოში, მოახერხა და მოიგო ახალგაზრდული ჩემპიონატი ორივე სპორტის სახეობაში მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 16 წლის იყო.[2] 2005 წელს საქართველოს სუმოს ნაკრებთან ერთად მიწვეული იქნა 2005 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ სუმოს ჩემპიონატზე ოსაკაში. ინდივიდუალურად მან მესამე, ხოლო გუნდურად მეორე ადგილი დაიკავა.[2] ამის შემდეგ იგი დარჩა სუმოში და 2005 წლის ნოემბერში შედგა მისი დებიუტი.
კარიერა
რედაქტირებაკარიერის დაწყებიდან მალევე მოახერხა დაბალი დივიზიონების გადალახვა და 2006 წლის ნოემბერში მიაღწია „მაკუშიტას“. იგი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოჯახთან ერთად დროის გატარებას გეგმავდა, მაგრამ მამამისი ავტოავარიაში დაიღუპა.[2] 2009 წელს „მაკუშიტა დივიზიონის“ 7-0 ბალანსით მოგების[3] შემდეგ გამართულ პრეს-კონფერნციაზე მან გამარჯვება მამამისს მიუძღვნა.[3] მიიღო „მებრძოლი სულის“ ორი პრიზი და ორი „კინბოში“ დიდი ჩემპიონის დამარცხებისთვის. 2012 წელს მან კარიერის პიკს მიაღწია და მიიღო „კომუსუბის“ წოდება.[4] 2014 წელს იგი დაქვეითდა მეორე დივიზიონში, მაგრამ 2015 წელს კვლავ აღზევდა.
2019 ნოემბრის ბაშოზე პირველად დააფიქსირა შემთხვევა, 33 წლის ასკაში პირველად გამოტოვა ბრძოლა ტრავმის გამო, რაც სუმოს ისტორიაში უიშვიათესი შემთხვევაა.
2018-2019 წლებში, მას ორივე მუხლის ტრავმა უფრო გაუმწვავდა და ბაშოდან ბაშომდე კარგავდა პოზიციებს. 2020 წლის იანვარში ბოლო ბრძოლა გამართა ჰაცუ ბაშოზე, ნომბერში კი ოფიციალურად დაასრულა კარიერა.[5]
სტილი
რედაქტირებაგაგამარუ ძრირთადად ოში-ძუმოს სტილიში ბრძოლობს, მისი ყველაზე გავრცელებული კიმარიტე (ილეთი) არის ოში-დაში, რაც ხელების მძლავრი დართყმით მეტოქის დოჰიოდან გადადაგდებას გულისხმობს, 2013 წელს იგი იწონიდა 212 კგ-ს და იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი სუმოისტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გაგამარუ“ ვიკისაწყობში.
- Gagamaru Masaru's official biography (English) at the Grand Sumo Homepage
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა“ - გაგამარუ სუმოდან წავიდა
- ↑ 2.0 2.1 2.2 "madorosumaru". (14 January 2009) Once He Learns More About Sumo, He Will Be Unstoppable. Sumo Forum. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
- ↑ 3.0 3.1 Georgian sumo wrestler Teimuraz Djugheli (Gagamaru) was promoted to the sekitori status. Embassy of Georgia to Japan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
- ↑ Sumo: Hakuho denies Baruto perfect record on final day of New Year sumo. Mainichi Daily News (23 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 January 2012.
- ↑ „გაგამარუმ კარიერა დაასრულა“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-22. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)