გაბრიელ ჯაბუშანური

ქართველი პოეტი

გაბრიელ ლუკას ძე ჯაბუშანური (დ. 11 სექტემბერი, 1914, არხოტის ხეობა (ხევსურეთი) — გ. 22 დეკემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი პოეტი.

გაბრიელ ჯაბუშანური
დაბადების თარიღი 11 სექტემბერი, 1914(1914-09-11)
დაბადების ადგილი ახმეტა
გარდაცვალების თარიღი 22 დეკემბერი, 1968(1968-12-22) (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე სარა მეზვრიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1934 წელს საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ ცამეტი წლის ყმაწვილს უქვეყნებდნენ ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთები. კრებდა და იწერდა ხალხური შემოქმედების შედევრებს.

ოჯახური მიზეზების გამო მეოთხე კურს დაანება თავი და ბრუნდება სოფელში. ჯერ პედაგოგობდა, შემდეგ განაგებდა სოფლის სამკითხველოს, ერთხანს კოლმეურნეობის თავჯდომარედაც მუშაობდა.

1935 წელს ჟურნალ ჩვენს თაობაში გამოქვეყნდა მისი ლექსი „ცხენი“ და უმალ მიიქცია ფართო მკითხველთა ყურადღება. 1940 წელს გამოვიდა პოეტის პირველი კრებული — „არაგვიანი“. ამას მოჰყვა კრებულები: „ლექსები“, „ნათელი მთაში“, „ლირიკა“, „მზეთა ქვეყანა“, „მაღალი მთვარე“, „ჩრდილი და მთვარე“, „მოკრძალება“, „რჩეული“ და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მასთან დაკრძალულია მისი მეუღლე სარა სანდროს ასული მეზვრიშვილი (დ. 1915, სოფ. აწყური, ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 15 მაისი, 1992, თბილისი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 421, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება