გაბრიელ გიურჯიანი
გაბრიელ მიქაელის ძე გიურჯიანი (დ. 24 აპრილი [ ძვ. სტ. 12 აპრილი], 1892, ართვინი, ახლანდელი თურქეთი — გ. 13 აგვისტო, 1987) — სომეხი ფერმწერი. სომხეთის სსრ სახალხო მხატვარი (1945). სახვითი ხელოვნების მუშაკთა საზოგადოებისა და რევოლუციური რუსეთის მხატვართა ასოციაციის სომხეთის ფილიალის ერთ-ერთი დამაარსებელი. სსრკ-ში პირველი მოძრავი სამხატვრო სახელოსნოს ორგანიზატორი (1939). სომხეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1951–1959), პედაგოგი (1947იდან პროფესორი).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა პენზის უმაღლესი სამხატვრო-პედაგოგიური სახელოსნო (1920). 1922 წლიდან მუაობს სომხეთში. ნამუშევრები: „ხიდი მდინარე რაზდანზე“ (1923), „შირაქის არხი“ (1926), „მდინარე აზატი გარნის ხეობაში“ (1954, ყველა სომხეთის სურათების გალლერეა, ერევანი). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 173.