ბუჩეჯი
ბუჩეჯი (რუმ. Bucegi) — მთის მასივი ცენტრალურ რუმინეთში, სამხრეთი კარპატების ნაწილი. გადაჭიმულია ქალაქ ბრაშოვიდან სამხრეთით. სიმაღლე 2505 მ (ომუ). აგებულია ცარცული კონგლომერატებით. აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა. კალთებიდან სათავეს იღებს მდინარე იალომიცა. მასივის ზოგიერთ ადგილზე ქანების დამუშავების გამო შექმნილია მეტად ეფექტიანი ფორმები, რომელთაგან აღსანიშნავია ეგრეთ წოდებული „სფინქსი“.
ბუჩეჯი | |
---|---|
„სფინქსი“ ბუჩეჯის მასივზე | |
კოორდინატები: 45°26′44″ ჩ. გ. 25°27′22″ ა. გ. / 45.44556° ჩ. გ. 25.45611° ა. გ. | |
ქვეყანა | რუმინეთი |
უმაღლესი წერტილი | ომუ |
სიმაღლე | 2505 მ |
ფართობი | 300 კმ² |
ასაკი | კონგლომერატები |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბუჩეჯი“ ვიკისაწყობში.
- ბუჩეჯის მასივი (რუმინული)