კეიტ ბუში

ინგლისელი მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი (დაიბადა 1958 წელს)
(გადამისამართდა გვერდიდან ბუში, კეიტ)

კეტრინ „კეიტ“ ბუში (ინგლ. Catherine "Kate" Bush) (დ. 30 ივლისი, 1958) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მუსიკალური პროდიუსერი. მისმა ეკლექტურმა მუსიკალურმა სტილმა და იდიოსინკრეტულმა ტექსტებმა იგი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე წარმატებულ სოლო ქალ შემსრულებლად აქცია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. EMI-მ კონტრაქტი 16 წლის კეიტ ბუშთან გააფორმა, პინკ ფლოიდის დევიდ გილმორის რეკომენდირების შემდეგ. 1978 წელს, 19 წლის ასაკში, მისი სადებიუტო სიმღერა Wuthering Heights გაერთიანებული სამეფოს ჩარტების სათავეში მოექცა და იგი პირველ ქალად აქცია, ვინც თავად დაწერილი სიმღერით მოიპოვა სალიდერო პოზიცია.

კეიტ ბუში

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კეტრინ ბუში
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1958 (1958-07-30) (66 წლის)
დაბ. ადგილი Bexleyheath
წარმოშობა ბექსლიჰიტი, კენტი, ინლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, არტ როკი, პოპ-როკი, ახალი ტალღა
საქმიანობა მუსიკოსი, ვოკალისტი, ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, პიანინო, კლავიში.
აქტიური 1975—დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
საიტი katebush.com
კეიტ ბუში ვიკისაწყობში

1979 წლის ტურის შემდეგ, რომელიც ერთადერთი ტურია მის კარიერაში, ბუშმა, 1980 წელს ალბომი, Never for Ever გამოუშვა, რისი წყალობითაც ის პირველი ბრიტანელი სოლო ქალი შემსრულებელი გახდა, ვინც გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტს მოექცა სათავეში. 1987 წელს, მან BRIT ჯილდო აიღო საუკეთესო ბრიტანელი სოლო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში. მას ათი ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან სამი გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტების პირველ ადგილზე დაფიქსირდა.

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: