ბუფ-ბაღი (რუს. Буфф-сад) — ქალაქის პარკი ტომსკში, კიროვის რაიონში. მდებარეობს გოგოლის, გერცენის, ვერშინინისა და კარტაშოვის ქუჩებს შორის.

ბაღი მოწყობილია 1907 წელს, ვაჭარ ვ. პ. მოროზოვის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე. ბაღის მოწყობამდე ქალაქის ამ ტერიტორიაზე შემონახული იყო ტაიგის აბორიგენული მცენარეულობა.

ბაღში 1908 წლიდან მუშაობდა საზაფხულო თეატრი „ფარსი“ და რესტორანი კავკასიური სამზარეულოთი. ბაღი განათებული იყო. დღისით ბაღში შესვლა თავისუფალი იყო, ხოლო ღამით შესასვლელი ბილეთი 30 კაპიკი ღირდა.

საბჭოთა პერიოდში ბაღს პროფილი შეუცვალეს და ბავშვთა პარკი უწოდეს, 1930-იან წლებში კი — გოგოლის პარკი.

1949 წლის 30 მაისს, ალექსანდრე პუშკინის დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით ბაღს უწოდეს „ალექსანდრე პუშკინის სახელობის ბავშვთა დასვენებისა და კულტურის პარკი“. 1930-იანი წლებიდან პარკში იყო ლენინის, სტალინის, მარქსისა და ენგელსის ბიუსტები, რომლებიც პარკის კუთხეებში იყო განთავსებული. შემდეგ დაამატეს პუშკინის ბიუსტიც.

2003 წელს ტომსკის 400 წლისთავთან დაკავშირებით ბაღის კურატორი გახდა „ტომსკნავთობქიმია“, რომლის ფინანსებითაც მოხდა ბაღის რეკონსტრუქცია, აღადგინეს გაზონები, გაარემონტეს ბილიკები, დააყენეს სკამები, განაახლეს ხის ქანდაკებები, მოაწყვეს შადრევნები და კასკადური ჩანჩქერი.

2006 წელს გერმანულ-რუსულ სამიტთან დაკავშირებით ბაღის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ააშენეს ლუთერანული ეკლესია, რომელსაც სამიტის პერიოდში ესტუმრა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.[1][2]

2011 წელს დაიგეგმა, რომ პარკში დადგმულიყო ალექსანდრე პუშკინის ძიძის, არინა როდიონოვნას ძეგლი.[3][4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Сад // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 302-303. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.
  • Старикова Г. Н., Захарова Л. А., Иванцова Е. В., Нестерова Н. Г., Мороз Е. В., Банкова Т. Б. История названий томских улиц / Старикова Г. Н.. — 3-е дополненное и исправленное. — Томск: «D'Print», 2012. — С. 69-71. — 367 с. ISBN 978-5-902514-51-0
  • Виктор Юшковский Эскиз сюжета. Томск: Изд-во НТЛ, 2003. ISBN 5-89503-175-7

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება