ტომსკის წმინდა მარიას ლუთერანული ეკლესია
ტომსკის წმინდა მარიას ლუთერანული ეკლესია (რუს. Лютеранская церковь Святой Марии) — ლუთერანული ეკლესია (კირხე) ტომსკში. აშენდა 2006 წელს.
ტომსკის წმინდა მარიას ლუთერანული ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°28′09″ ჩ. გ. 84°57′42″ ა. გ. / 59.46917° ჩ. გ. 84.96167° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ლუთერანობა |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ტომსკი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 2006 |
ისტორია
რედაქტირებატომსკის პირველი კირხე ქვისგან იყო აგებული და მდებარეობდა თანამედროვე ქალაქის ბაღის ადგილზე, გუბერნატორის სახლიდან შორიახლოს (ამჟამად — სწავლულთა სახლი). ტაძარს დიდი ხნის განმავლობაში აშენებდნენ. მშენებლობა დაიწყო 1856 წელს და საბოლოოდ დაასრულეს 1864 წელს.
1908 წელს კირხეს საბჭოს თხოვნით, ეკლესიისკენ მიმავალ გზას ქალაქის საბჭომ უწოდა ლუთერანების შესახვევი (ამჟამად ამ ადგილზე მდებარეობს ქალაქის ბაღის მთავარი შესასვლელი).
1920 წელს მოხდა კირხეს ნაციონალიზაცია, მაგრამ მრევლმა შეინარჩუნა შენობის გამოყენების უფლება ხელშეკრულების საფუძველზე. 1930 წელს ტაძარი გადასცეს მლესავთა სახელოსნოს, შემდეგ მასში განთავსებული იყო ქარხანა, ხოლო 1935 წლიდან აღარ გამოიყენებოდა. 1936 წელს ტაძარი დაშალეს და აგური სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოიყენეს. ქალაქის ბაღში შემორჩენილია პასტორის ხის სახლი, რომელიც კირხეს ახლოს იდგა.
2006 წელს გერმანულ-რუსულ სამიტისათვის, რომელიც ტომსკში გაიმართებოდა, ორ თვეში ააშენეს კირხეს ახალი შენობა გოგოლისა და კარტაშოვის ქუჩების გადაკვეთაზე. კირხეს ეწვია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც სამიტის დროს ჩავიდა ტომსკში.
ვიზუალურად ახალი კირხე ჰგავს ძველს, მაგრამ ძველი იყო ქვის, ხოლო ახალი ხისგანაა აგებული. კირხეს სიმაღლეა 26 მეტრი.