ბუსტამანტეს კოდექსი
ბუსტამანტეს კოდექსი (ინგლ. Bustamante Code) — რეგიონული ხასიათის (ამერიკის ქვეყნებისათვის) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკოდიფიკაციო აქტი საერთაშორისო კერძო სამართლის სფეროში. მიიღეს 1928 წლის 20 თებერვალს ჰავანაში VI პანამერიკულ კონფერენციაზე და უწოდეს პროექტის მთავარი ავტორისა და ტექსტის რედაქტორის — კუბელი იურისტის ა. ბუსტამანტეს სახელი.
მიზნები
რედაქტირებაკოდექსის მიზანია გადაწყვიტოს ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოთა სამართლებრივ ნორმებს შორის არსებული კოლიზია. ბუსტამანტეს კოდექსი შედგება შესავლისა და ოთხი წიგნისგან:
- 1 — საერთაშორისო სამოქალაქო სამართალი;
- 2 — საერთაშორისო სავაჭრო სამართალი;
- 3 — საერთაშორისო სისხლის სამართალი;
- 4 — საერთაშორისო საპროცესო სამართალი.
რატიფიცირებულია ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ. სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასამართლოები ბუსტამანტეს კოდექსს სამართლის დამატებით წყაროდ იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 588.