ბურჯი (ჟურნალი)
„ბურჯი“ — ქართული დასურათებული ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1909 წელს, გამომცემელი — ნ. გუნია. გამოიცა ორი 16-გვერდიანი ნომერი. წარმოადგენდა ჟურნალ „ერთობის“ გაგრძელებას. ნახატები და კარიკატურები ეკუთვნის ა. გოგიაშვილს. „ბურჯის“ შემდეგ, როგორც მისი გაგრძელება, გამოვიდა ჟურნალი „ძალა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 587.