ბურჟის საკათედრო ტაძარი
ბურჟის წმინდა სტეფანეს საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Cathédrale Saint-Étienne de Bourges) — XII-XIII საუკუნეების ტაძარი საფრანგეთის ქალაქი ბურჟში. წარმოდაგენდა ბურჟის არქიეპისკოპოსის მთავარ ტაძარს. გადაწყვეტილია გოთიკურ არქიტექტურულ სტილში.
ბურჟის საკათედრო ტაძარი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 47°04′55″ ჩ. გ. 2°23′58″ ა. გ. / 47.08194° ჩ. გ. 2.39944° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1992 (მე-16 სესია) |
ნომერი | 635 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 635 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტაძრის არქიტექტურულ სიძლიერეს, მისი პროპორციების ჰარმონიასა და უმდიდრეს დეკორაციებს მნახველები დღესაც გაოცებაში მოჰყავს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ტაძრის უნიკალური გეგმა, სკულპტურები და მინის ვიტრაჟები. ტაძრის საუცხოო პროპორციები და მთლიანი კონსტრუქციის ერთიანობა, რომელიც მისი არქიტექტურული მშვენიერების მიღმა წარმოჩინდება ხაზს უსვამს ქრისტიანობის ძალაუფლებას შუა საუკუნეების საფრანგეთში. თავის ინოვაციური სტილით, კათედრალი გოთიკური არქიტექტურის საუცხოო ნიმუშია, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვა პრესტიჟული კათედრალებისაგან და რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყველასაგან იგნორირებული იყო.
ტაძარი წმინდა სტეფანეს სახელზე 1324 წლის 13 მაისს ეკურთხა. ყველა იმ საკათედრო ტაძრის მსგავსად, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფამდე აშენდა, ტაძარი ამჟამად საფრანგეთის სახელმწიფოს კუთვნილებაშია.
1992 წელს, იუნესკომ კათედრალი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sacred Destinations: Bourges Cathedral
- History of Gothic Architecture: Bourges დაარქივებული 2005-12-10 საიტზე Wayback Machine.
- Bourges Cathedral at UNESCO World Heritage
- City of Bourges: Saint-Etienne cathedral
- The 13th Century Stained Glass of Bourges Cathedral დაარქივებული 2010-01-19 საიტზე Wayback Machine.