ბურების შესახვევი
ბურების შესახვევი — შესახვევი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); მაცესტის შესახვევიდან ელენე ახვლედიანის ხევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც შესახვევი, 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ — როგორც ჩიხი. ზოგ სქემაზე საბუის (სოფლები ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში) სახელითაა დატანილი.
საერთო ინფორმაცია | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ჩუღურეთი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 37, ISBN 978-99928-20-35-3.