ბურდიანის წმინდა გიორგი მეორე ეკლესია

ბურდიანის წმინდა გიორგი მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბურდიანის ზემოთ, ღვთისმშობლის ეკლესიიდან ოცდაათიოდე მეტრზე.

ბურდიანის წმინდა გიორგი მეორე ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ბურდიანი

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდოა. ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია.

XX საუკუნის ბოლო მეოთხედში ეკლესია თვითნებურად, სათანადო პროექტის შექმნის გარეშე აღუდგენიათ რის გამოც ძეგლის თავდაპირველ ფორმებს ნაწილობრივ ცვლილები განუცდია. შიგნით იგი გადაუხურავთ ფიცრის უსახური კამარით. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის აღდგენილ ნაწილში მოუწყვიათ უსახურივე, ოთხკუთხა სარკმელი. კედლები კი ცემენტის და ქვიშის ხსნარით შეულესავთ.

ლიტერატურა

რედაქტირება