ბურგასის ოლქი

(გადამისამართდა გვერდიდან ბურგასის პროვინცია)

ბურგასის ოლქი (ბულგ. Област Бургас) — მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბულგარეთში, სამხრეთ შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბურგასი. ბურგასას ფართობი შეადგენს 457,750 კმ²-ს, ამ ოლქის ბულგარეთში ფართობით მეორე ადგილი უკავია სოფიის შემდეგ. მოსახლეობით კი მეოთხე ადგილი უკავია, აქ ცხოვრობს 418,925 ადამიანი.

 
ბურგასის ოლქის თემები
 
მანდრენსკოს ტბა, ბურგასის სიახლოვეს

ბურგასის ოლქი (област) იყოფა 13 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად თემების მოსახლეობა.

თემები კირილიცა მოს.[1] ქალაქი/სოფელი მოს.[1]
აიტოსი Айтос 35,788 აიტოსი 24,842
ბურგასი Бургас 230,450 ბურგასი 214,198
კამენო Камено 12,652 კამენო 5,704
კარნობატი Карнобат 29,810 კარნობატი 21,842
მალკო-ტირნოვო Малко Търново 3,876 მალკო-ტირნოვო 2,784
ნესებირი Несебър 21,956 ნესებირი 10,855
პომორიე Поморие 28,760 პომორიე 14,601
პრიმორსკო Приморско 6,714 პრიმორსკო 3,473
რუენი Руен 36,106 რუენი 2,676
სოზოპოლი Созопол 13,571 სოზოპოლი 4,682
სრედეცი Средец 14,960 სრედეცი 9,709
სუნგურლარე Сунгурларе 14,243 სუნგურლარე 3,760
ცარევო Царево 9,611 ცარევო 6,343

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება