ბუმერი (რუს. Бумер) — რუსული კინოფილმი, რეჟისორ პეტრე ბუსლოვის 2003 წლის მძაფრსიუჟეტიანი კრიმინალური დრამა, რომელიც მოგვითხრობს ოთხი მეგობრის ისტორიას, რომლებიც არაერთ ხიფათს გადაეყრებიან. მოკრძალებული ბიუჯეტის მიუხედავად, რუსეთში ფილმი ეროვნულ ჰიტად იქცა. დაჯილდოვდა რუსეთის კინოკრიტიკოსთა გილდიის პრესტიჟული ოქროს ვერძის პრემიით.

„ბუმერი“
რეჟისორი პეტრე ბუსლოვი
პროდიუსერი სერგეი ჩლიანცი
ვლადიმერ იგნატიევი
სცენარის ავტორი დენის როდიმინი
პეტრე ბუსლოვი
როლებში ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი,
ანდრია მერზლიკინი,
მაქსიმ კონოვალოვი
სერგეი გორობჩენკო
კომპოზიტორი სერგეი შნუროვი
გამოსვლის თარიღი 2003
ხანგრძლივობა 110 წთ
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ენა რუსული

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის მთავარი გმირები კანონთან არიან დამნაშავეები და ცდილობენ დატოვონ ქალაქი შავ BMW-სთან ერთად. კორუმპირებული პოლიციელები, ქუჩური დაჯგუფებები, უსიამოვნებები, ძარცვა და სხვა ფაქტორების დაძლევა უწევთ მათ. ფილმის მოქმედება ვითარდება მოსკოვსა და მის გარეუბანში 1998-1999 წლებში. ოთხი მეგობარი „კოსტია“ (ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი), „დიმონი“ (ანდრია მერზლიკინი), „ლიოხა“ (მაქსიმ კონოვალოვი) და „პეტია“ (სერგეი გორობჩენკო) კრიმინალური საქმის გარჩევის დროს კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, როდესაც შემთხვევით პოლიციელს მოკლავენ. ამის შემდეგ მათ უწევთ ქალაქიდან წასვლა მოპარულ BMW 750 ერთად. გაეშურებიან ერთ-ერთი მეგობრის აგარაკზე, თუმცა გზაშივე მიხვდებიან, რომ მათ აგარაკზე უკვე ჩაუსაფრდნენ. ამიტომ მათ კოსტიას ძველ ნაცნობთან მოუწევთ წასვლა, რომელსაც ვერა და ვერ დაუკავშირდნენ. ოთხივე მეგობარი იდევნება სამართალდამცველების მიერ. გზა და გზა ქუჩური გარჩევების, სროლების და სხვა ფაქტორების დაძლევა უწევთ მათ. ფილმი ტრაგიკულად მთავრდება: ისინი დააპირებენ კომპიუტერული ტექნიკით მოვაჭრე ფირმის გაძარცვას, მალე ჩაებმევიან სროლაში პოლიციელებთან. ორი მათგანი დაიღუპება, ხოლო კოსტიას დაჭრიან, თუმცა გადარჩება, დიმონი მოპარულ ბუმერთან ერთად გაიქცევა.

კინომ რუსეთში პოპულარობა მოიპოვა, ხოლი ფილმის საუნდტრეკს პოპულარიზაცია გაუწია მომღერალმა სერიოგამ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება