ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი
ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი (ესპ. Universidad de Buenos Aires, UBA) — არგენტინის უდიდესი უნივერსიტეტი. დაარსდა 1821 წლის 12 აგვისტოს ქალაქ ბუენოს-აირესში. უნივერსიტეტში არის 13 ფაკულტეტი, ექვსი კლინიკა და 10 მუზეუმი, მას კავშირი აქვს სამ უმაღლეს სკოლასთან: ბუენოს-აირესის ნაციონალურ სკოლასთან, კარლოს ლელერგინის უმაღლეს კომერციულ სკოლასთან და მეორე თავისუფალი განათლების ინსტიტუტთან.
ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | Argentina Virtus Robur et Studium (ლათ.) |
დაფუძნდა | 1821 |
დამფუძნებელი (-ები) | Martín Rodríguez და ბერნარდინო რივადავია |
ტიპი | საჯარო უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1] |
რექტორი | რუბენ ჰალუ |
სტუდენტი | 262 932[2] |
ქალაქი | ბუენოს-აირესი |
ქვეყანა | არგენტინა |
https://www.uba.ar/ |
უნივერსიტეტი შედის ლათინური ამერიკის 10 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელში. როგორც არგენტინის სხვა ნაციონალური უნივერსიტეტები, ფინანსურად UBA-ც დამოკიდებულია სახელმწიფოზე, სხვა საკითხებში ის ითვლება დამოუკიდებლად, ავტონომიურად და უფასოდ (მათ შორის უცხო სტუდენტებისთვის). ავტონომიური სტატუსი გამო მას აქვს მართვის საკუთარი სისტემა, შექმნილი 1918 წლის საუნივერსიტეტო რეფორმის დროს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ Directory of Open Access Journals — 2003.
- ↑ http://www.uba.ar/institucional/censos/Estudiantes2011/estudiantes2011.pdf