ბუდაპეშტის ქუჩა
ბუდაპეშტის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (ვეძისი, საბურთალო); გურამ ფანჯიკიძის ქუჩიდან ივანე ბერიტაშვილის ქუჩამდე. ყოფილი ლისის ქუჩის მონაკვეთი. ადრე ერქვა ტბის, შემდეგ — ლისის ქუჩა, XX საუკუნის 70-იან წლებში კი ბუდაპეშტის ქუჩა დაერქვა. იწყებოდა პეკინის ქუჩიდან. 1998 წელს ადრინდელი ბუდაპეშტის ქუჩის I მონაკვეთს გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ეწოდა.
ბუდაპეშტის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვეძისი |
წინა სახელები | ტბის ქუჩა, ლისის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 37, ISBN 978-99928-20-35-3.