ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი

ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი (უნგრ. budapesti metró) — უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის სისტემა. იგი არის ყველაზე ძველი ელექტრიფიცირებული მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემა კონტინენტური ევროპის ტერიტორიაზე. შედგება ოთხი ხაზისგან — აქედან ერთი ძველი და სამი ახალია, სამი მათგანი ერთ გადასაჯდომ სადგურ „დეაკ ფერენც ტერზე“ (უნგრ. Deák Ferenc tér. ფერენც დეაკის მოედანი) იკვეთებიან. ხაზების საერთო სიგრძეა 39,4 კმ-ია და მასზე 52 სადგურია განლაგებული. სიძველით მსოფლიოს მასშტაბით მას მხოლოდ ლონდონის მეტროპოლიტენი (1863) უსწრებს. ბუდაპეშტის პირველი ხაზი - M1 ექსპლუატაციაში შევიდა 1896 წელს. სამუშაო დღეებში მეტროს დაახლოებით 1 200 000 ადამიანი გადაჰყავს (2014).

ბუდაპეშტის მეტრო
მეტროს რუკა
მეტროს რუკა
მიმოხილვა
მშობლიური სახელი Budapesti metró
მფლობელი ქალაქი ბუდაპეშტი
მდებარეობა ბუდაპეშტი, უნგრეთი
ტრანსპორტის ტიპი მეტროპოლიტენი
ხაზების რაოდენობა 4
სადგურების რაოდენობა 52
დღიური მგზავრთბრუნვა 1,12 მილიონი (2014)[1]
წლიური მგზავრთბრუნვა 463,6 მილიონი (2011)[2]
საიტი bkk.hu
ფუნქციონირება
ფუნქციონირების დაწყება 1896; 128 წლის წინ (1896)
ოპერატორ(ებ)ი ბუდაპეშტის სატრანსპორტო
ცენტრი (BKV)
ტექნიკური მახასიათებლები
სისტემის სიგრძე 39,4 კმ [3][4]
ლიანდის ზომა 1435 მმ (სტანდარტული)
მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ

M1 ხაზი, იმ დროისთვის რადიკალურად ახალი ინოვაციების დამსახურებით გახდა ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის ნიშანსვეტი:  რკინიგზის ინოვაციურ ელემენტთა შორის იყო ტრამვაის ორმიმართულებიანი ვაგონები, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა ტრამვაის ხაზზე, ელექტრიფიცირებული განათება სადგურებსა და ვაგონებში, ასევე საკონტაქტო გამტარი კონსტრუქცია მესამე, საკონტაქტო რელსის ნაცვლად.

2002 წლიდან M1 ხაზი შედის უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

M1 ხაზი - Földalatti ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის ხაზთა შორის უძველესია. იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1896 წლის 2 მაისს, სამშობლოს მოპოვების (უნგრელების დუნაიზე მოსვლა) 1000 წლის იუბილის აღსანიშნავად. მეტროპოლიტენის გახსნის ცერემონიალს უძღვებოდა ავსტრიის იმპერატორი და უნგრეთის მეფე ფრანც იოზეფ I, ვის სახელსაც უკავშირდება ოპერატორი კომპანიის სახელი - "Ferenc József Földalatti Villamos Vasút Rt."

მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მშენებლობის თავდაპირველი მიზანი იყო ბუდაპეშტის საქალაქო პარკში სატრანსპორტო სისტემის მიყვანა ელეგანტური ანდრაშის გამზირის გასწვრივ, მიწისზედა სატრანსპორტო ნაგებობების და კონსტრუქციების მშენებლობის გარეშე, რათა არ მომხდარიყო შენობების იერსახის ცვლილება ან/და დამახინჯება. 1870 წელს, ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო მეტროპოლიტენის გეგმა და 1894 წელს Siemens & Halske AG-ის შვილობილი, უნგრული კომპანია შეუდგა სამშენებლო სამუშაოებს. 2000-მა მუშაკმა, უახლესი ტექნოლოგიებით 2 წელიწადზე ნაკლებ დროში შეძლეს „ათასწლეულის პროექტი“ დასრულება.

M1 ხაზი გადიოდა ანდრაშის გამზირის ქვეშ, ვერეშმარტის მოედნიდან (უნგრ. Vörösmarty tér, ყოფ. გიზელას მოედანი, უნგრ. Gizella tér, ქალაქის ცენტრი) ალატკერტამდე (უნგრ. Állatkert - ზოოპარკი), და მასზე განლაგებული იყო 11 სადგური — 9 მიწისქვეშა და 2 მიწისზედა (დღეს თერთმეტივე სადგური მიწის ქვეშ მდებარეობს).

1973 წელს მოხდა ამ ხაზის ჩრდილოეთ ნაწილის რეკონსტრუქცია - აშენდა ახალი სადგური მეხიკოი-უტი (უნგრ. Mexikói út), რომელმაც შეითავსა ბოლო გაჩერების ფუნქცია, მოხდა სადგურ ალატკერტის დემონტაჟი და სადგური სეჩენი-ფურდო (უნგრ. Széchenyi fürdő) გადაკეთდა მიწისქვეშა სადგურად.

ხაზები და განვითარება

რედაქტირება
 
Architizer A+Award 2014-ის გამარჯვებული სენტ-გელერტ-ტერის სადგური მწვანე მე-4 ხაზზე
ხაზი ფერი მარშრუტი სიგრძე სადგური გაიხსნა
   ყვითელი ვერეშმარტი-ტერიმექსიკოი-უტი 4,4 კმ[1][5] 11 1896
   წითელი დელი-პაიაუდვარიერშ-ვეზერ-ტერე 10,3 კმ[1][6][7] 11 1970
   ლურჯი უიპეშტ-კეზპონტიკებანია-კიშპეშტი 17,3 კმ[8] 20 1976
   მწვანე კელენფელდ-ვაშუტალომაშიკელეტი-პაიაუდვარი 7,4 კმ[4] 10 2014
სულ 39.4 კმ[შენიშვნა 1] 52

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება
  1. The total length listed here does not match the total given in the Infobox due to difference in how the line lengths are calculated, and the references used. In general, it is assumed that the figure given in the Infobox is the more accurate figure for the system's total route length.
  1. 1.0 1.1 1.2 Mátyás Jangel. (September 2010) Közszolgáltatási szerződés, utasjogok, a szolgáltatástervezés és ellenőrzés folyamata a kötöttpályás helyi- és elővárosi közforgalmú közlekedésben Hungarian (pdf) გვ. 10 (and 3). BKV Zrt. Közlekedési Igazgatóság [Directorate of Public Office. Transport]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-28. ციტირების თარიღი: 2015-04-19. Metro usage per day – Line 1: 120,000; Line 2: 405,000; Line 3: 630,000. (Line 4 began operations in 2014, with a 110,000 ridership estimated by Centre for Budapest Transport (BKK) based on the latest year.)
  2. Annual Report 2011 (pdf). BKV Zrt. (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-18. ციტირების თარიღი: 2013-10-06.
  3. Annual Report 2011 (pdf). BKV Zrt. (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-18. ციტირების თარიღი: 2013-10-06.
  4. 4.0 4.1 New Surface Transport Network Following Start of Metro Line 4 on 29 March 2014. bkk.hu (28 March 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 2014-03-30.
  5. Az M1 Millenniumi Földalatti... Hungarian (pdf). Budapesti Közlekedési Központ (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-26. ციტირების თარიღი: 2014-04-02.
  6. 2-es metróvonal jellemzői Hungarian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-31. ციტირების თარიღი: 2014-04-02.
  7. Árpád Bodnár: A budapesti metró két évtizede ("Two decades of the Budapest Metro"), Városi Közlekedés, Year XXXI, Vol. 3, pp. 119-121, Budapest, 1991
  8. András Koós - Tamás Szirmay - Jenő Tiborcz: A budapesti 3-as metróvonal új szakasza ("The new section of Budapest Metro Line 3"), Városi Közlekedés, Year XXXI, Vol. 1, pp. 126-127, Budapest, 1991.