ბუგეულის განძი
ბუგეულის განძი — ძვ. წ. XI-X საუკუნეების კოლხური კულტურის დამახასიათებელი ძეგლი. შემთხვევით აღმოჩენილია სოფელ ბუგეულში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) 1953 წელს. შეიცავს ბრინჯაოს თოხს, სეგმენტისებურ იარაღს, სატევრის ფორმის საკიდს, მასრაშეკრულ ფოთლისებურპირიან შუბისპირს. დაცულია ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფანცხავა ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 489.