ლეხის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ბრძოლა მდინარე ლეხზე)
ლეხის ბრძოლა
უნგრების შემოჭრა ცენტრალურ ევროპაში ნაწილი
თარიღი 10 აგვისტო 955
მდებარეობა მდინარე ლეხი, აუგსბურგის მახლობლად (ბავარია)
შედეგი გერმანელების გამარჯვება
მხარეები
გერმანიის სამეფო უნგრეთის სამთავრო
მეთაურები
ოტო I დიდი
კონრად წითური
ბულჩუ, ლელე
ძალები
10000 რაინდი: 3000 მეფის რაზმი, 3000 ბავარიელი, 2000 შვაბიელი, 1000-ზე მეტი ფრანკონიელი, 1000-მდე ბოჰემიელი[1] უცნობია (მონაცემები ვარირებენ 10000-დან 100000 ადამიანამდე)
ლეხის ბრძოლა ვიკისაწყობში

ბრძოლა მდინარე ლეხზე (გერმ. Schlacht auf dem Lechfeld, უნგრ. augsburgi csata) — ბრძოლა ოტო I დიდის ჯარებსა და მომთაბარე უნგრელებს შორის.

955 წლის 10 აგვისტოს გერმანულმა ჯარებმა მეფე ოტო I დიდის მეთაურობით გაანადგურეს ცენტრალურ ევროპაში შემოჭრილი მომთაბარე-უნგრელები და სამუდამოდ შეაჩერეს მათი გამანადგურებელი შემოსევები ქრისტიანულ ქვეყნებში. ბრძოლა გაიმართა აუგსბურგთან, მდინარე ლეხზე. მეფემ შეაგროვა 10 000 მხედარი, მაგრამ რაოდენობრივად მაინც ჩამოუვარდებოდა ბარბაროსებს, თუმცა შეიარაღებით ჯობდა — მძიმე გერმანული ცხენოსანი ჯარი მსუბუქად შეიარაღებული უნგრელების წინააღმდეგ. გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, მიღწეულ იქნა დისციპლინის წყალობით. როდესაც გერმანელებს ალყა შემოარტყეს, უნგრელები ჩამოქვეითდნენ და ურმების ძარცვა დაიწყეს, რამაც ოტო I-ს ჩამოქვეითებულების განადგურების საშუალება მისცა, შემდეგ კი მათ მთავარ ურდოსაც მიაყენა დარტყმა. როდესაც გაქცეულებს მისდევდნენ, გერმანული რაზმები არ არღვევდნენ წესრიგს და არ ავიწყდებოდათ თავიანთი მცირერიცხვოვნობა. ტყვედ ჩავარდნილ უნგრელებს გერმანელები სიკვდილით სჯიდნენ, მათ შორის მათ ერთ-ერთ ბელადი, ლელეს, ხოლო ცოცხლად დარჩენილებს აჭრიდნენ ცხვირსა და ყურებს და ასეთ მდგომარეობაში აგზავნიდნენ თავისიანებთან. ლეხის ბრძოლას ხშირად უწოდებენ „გერმანელი ერის დაბადებას“ („Geburt der deutschen Nation“).[2]

  1. მონაცემები მოყვანილია შესაბამისად Wolfgang Hebold: 50 Klassiker: Siege und Niederlagen-სა, Gerstengerg Verlag, 2002; Augsburger Stadtarchive und Adi Briegel: Bayrisch-Schwäbische Geschichte, Verlag für schwäbische Landeskunde, 1959
  2. Lechfeld — Geburt der deutschen Nation