ბრუნეი-საქართველოს ურთიერთობები
ბრუნეი-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს ბრუნეისა და საქართველოს შორის. ბრუნეიმ და საქართველომ დიპლომატიური კავშირი დაამყარეს 2010 წლის 1 მარტს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაეროში ორი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა ლატიფ ტუახმა და ალექსანდრე ლომაიამ.
ბრუნეი |
საქართველო |
ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და ბრუნეი ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.