ბრტყელტანიანისებრნი (ლათ. Cucujidae) — ხოჭოების ოჯახი. აქვთ ბრტყელი, ჩვეულებრივ 1—3, ზოგჯერ 15 მმ-მდე სიგრძის სხეული. ულვაშები ძაფისებრი ან გურზისებრია. სხეული შავი, მურა, ყვითელი ან წითელი. მატლი წაგრძელებულია, კარგად განვითარებული ფეხები და ულვაშები აქვს. ბრტყელტანიანისებრნი ფართოდ არიან გავრცელებული. მოიცავენ 500-ზე მეტ სახეობას. ზოგი ბრტყელტანიანისებრნი მტაცებელია, ზოგი — პოლიფაგი. ცხოვრობენ ჭიანჭველების ბუდეში, ხის ქერქვეშ, ორგანულ ნარჩენებში, ზოგჯერ პროდუქტებში — ფქვილში, ხმელ ხილში და სხვაგან.