ბრი ტენერის მოკლე მეორე სიცოცხლე

ბრი ტენერის მოკლე მეორე სიცოცხლე — მწერალ სტეფანი მეიერის 2010 წლის რომანი.

„ბრი ტენერის მოკლე მეორე სიცოცხლე“
The Short Second Life of Bree Tanner

ავტორი სტეფანი მეიერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ბინდი
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Little, Brown
გამოცემის თარიღი 5 ივნისი 2010
გვერდი 178
ISBN ISBN 1-907-41036-8

წიგნში სიუჟეტი ვითარდება „დაბნელების“ პარალელურად. მასში მოთხრობილია ახალშექმნილ ვამპირთა არმიის ერთ-ერთი წევრის — ბრი ტენერის ამბავი.

ახალშექმნილთა არმია სიეტლში შექმნილი იქნა ვიქტორიას მიერ რათა გაენადგურებინა კალენების ოჯახი, თუმცაღა მათ მარცხი განიცადეს. თავდაპირველად არმია 22 წევრისაგან შედგებოდა, მაგრამ ხანდახან ვამპირები გარბოდნენ ან ერთმანეთს ხოცავდნენ. ვამპირებს ქმნიდნენ ვიქტორია და რაილი. ისინი თავზარს სცემდნენ სიეტლს, უმრავლესობა მათგანი ფიქრობდა, რომ ვამპირები მზის სხივის სხეულზე მოხვედრისას იწვოდნენ — ეს ტყუილი მათ რაილიმ უთხრათ რათა არმია ადვილად ეკონტროლებინა.

ბრი ტენერი

რედაქტირება

ბრი ტენერი (Bree Tanner) — 3 თვის ახალშექმნილი ვამპირი, გარდაქმნამდე იგი 15 წლის იყო და ცხოვრობდა სიეტლში მამასთან ერთად. მაგრამ იგი სახლიდან წამოვიდა რადგანაც მამამისი მას და დედამისს (ის სახლიდან ჯერ კიდევ მაშინ გაიქცა როცა ბრი პატარა ბავშვი იყო) ხშირად სცემდა. როდესაც ბრი გამოიქცა და ქუჩაში ცხოვრობდა ხშირად უწევდა შიმშილი, სწორედ მაშინ შეხვდა მას რაილი და ბურგერზე დაპატიჟა. ხოლო ამის შემდეგ პირდაპირ ვიქტორიასთან წაიყვანა, თავიდან ვიქტორიამ ბრი ასაკის გამო დაიწუნა თუმცა მაინც გადააქცია იგი ვამპირად.

მალე ბრის სიყვარული ეწვია. მას შეუყვარდა არმიის ერთ-ერთი წევრი დიეგო, ისინი ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას მთელ არმიას უმალავდნენ, მაგრამრაილი ყველაფერს ხვდებოდა. ამიტომ მათმა რომანმა მხოლოდ ორ დღეს გასტანა ამის შემდეგ დიეგო სადღაც გაქრა. მალე რაილიმ დაიწყო არმიის წვრთნა კალენებთან ბრძოლისათვის, მან ახალშექმნილებს ბელა სუონის სვიტრი მიუტანა, რათა სუნი აეღოთ.

ბრის უნდოდა გაქცეულიყო, რადგან ხვდებოდა რომ მათ ყველას ატყუებდნენ (მთელი არმია ფიქრობდა, რომ ისინი მზის სხივებზე დაიწვებოდნენ — გარდა წელიწადში 4 დღისა) თუმცა ბრიმ და დიეგომ შეამჩნიეს, რომ მათი კანი მზის სხივებზე მხოლოდ და მხოლოდ ბზინავდა, ამას მათ უწოდეს „დისკოს ბურთის ეფექტი“. ბრის ჰქონდა იმედი, რომ დიეგო ისევ ცოცხალი იყო. ბრი არმიასთან ერთად გაემგზავრა, თუმცა ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კარლაილს სურდა, რომ ბრი საკუთარ ოჯახში მიეღო, თუკი წყურვილს გაუძალიანდებოდა და მათ ცხოვრების წესს გაჰყვებოდა. ვოლტურები კარლაილს არ დაეთანხმნენ და ბრის ბოლო მოუღეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება