ბინდი (რომანების სერია)

ბინდის საგაფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერი. მისი ავტორია სტეფანი მეიერი.

ბინდის საგა
Twilight

წიგნების ყდები
წიგნები
ავტორი სტეფანი მეიერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Little, Brown and Company
პირველი გამოცემა 2005

ნაწარმოების მთავარი გმირები არიან ვამპირი ედვარდი და უბრალო გოგონა ბელა, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდათ.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბელა იმ ქალაქის შერიფის შვილია, რომელშიც ედვარდი და მისი ოჯახი ცხოვრობს. ედვარდის ოჯახის სხვა წევრებიც ვამპირები არიან. ედვარდის მამას კარლაილი ჰქვია, მაგრამ იგი მისი ბიოლოგიური მამა არ არის. კარლაილმა იგი სიკვდილს გადაარჩინა, როდესაც ამერიკაში ესპანური გრიპის ეპიდემია იყო. ედვარდის მშობლები მანამდე ემსხვერპლნენ ვირუსს, სანამ ედვარდი ვამპირად იქცეოდა. ედვარდის მშომლებსაც კარლაილი მკურნალობდა. როდესაც ედვარდის დედა ელიზაბედ მეისონი კვდებოდა, მან კარლაილს უხმო და უთხრა: კარლაილ გთხოვ ყველაფერი გააკეთე, რათა რომ ჩემი ბიჭი გადარჩეს. მაშინ კარლაილმა გადაწყვიტა, რომ ედვარდისთვის ეკბინა. ასე იქცა ედვარდი ვამპირად. მის დას, როზალის განსხვავებული ისტორია აქვს. როზალი იხსენებს: მაისის სუსხიანი საღამო იყო, ჩემი მეგობრის, ვერას სახლიდან მოვდიოდი, სახლამდე მხოლოდ ერთი კვარტალი იყო დარჩენილი, როდესაც ჩამტვრეული ლამპიონის ქვეშ ჩემი საქმრო როისი დავინახე. იგი თავის მეგობრებთან ერთად სვამდა. მან თავისთან მიხმო და ერთ-ერთ მეგობარს ჰკითხა: როგორია? იმ კაცმა გასაყიდი ბედაურივით შემათვალიერა და შემდეგ თქვა: გახდილი უფრო კარგი სანახავი იქნებოდაო. როისმა თავის ნაჩუქარი ქურთუკი ტანზე შემომახია. შემდეგ გამაუპატიურეს და იქვე ქუჩაში დამაგდეს. მაშინ კარლაილმა მიპოვა და მიკბინა. ასე ვიქეცი ვამპირად.

ელისი ასევე არ არის ედვარდის ნამდვილი და. მას სრულებით არ ახსოვს თავისი წარსული და არც ის, ვინ გადააქცია ვამპირად. ჯასპერი, მისი ”ძმა” ჯარისკაცია და როდესაც ესპანეთში ომი მიმდინარეობდა, მას ქალაქიდან ხალხის გაყვანა ევალებოდა. ერთ-ერთი დავალების შესრულებისას ის სამ ესპანელ გოგონას შეხვდა. ჯასპერს არ შეეძლო ქალთან უხეშობ, თუ გინდ ეს ქალი მოჩვენება ყოფილიყო. შემდეგ ამ ქალებიდან ერთ-ერთმა ჯასპერს უკბინა და ვამპირად აქცია. ემეტიც ედვარდის ”ძმა”იყო. ის როზალიმ და ედვარდმა იპოვეს ნადირობის დროს, როდესაც მას დათვი უპირებდა გაგლეჯვას. როზალი იხსენებს: ემეტის დატანჯულ და ტკივილისგან მოღრეცილ სახეზეც კი შეიმჩნეოდა ავარდისფრებული ღაწვები. უცებ მე გამახსენდა ჩემი მეგობრის ვერას შვილი და ამიტომაც ვთხოვე კარლაილს, მისთვის ეკბინა.

ესმე ედვარდის ”დედაა”. ისიც კარლაილმა იხსნა სიკვდილისგან. როდესაც ის საავადმყოფოში მოიყვანეს, პირდაპირ მორგში გადაიყვანეს, რადგან არ ეგონათ, თუ კლდიდან გადმოხტომის შემდეგ ცოცხალი გადარჩებოდა. მას შვილი მოუკვდა და ამიტომაც სცადა თავის მოკვლა. თავად კარლაილი კი სრულებით შემთხვევით გახდა ვამპირი - როდესაც სხვა ვამპირების მოსაკლავად მიდიოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება