სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი).

განთიადი“ (ინგლ. Breaking Dawn) — მეოთხე და ბოლო ნაწილი სტეფანი მეიერის რომანების სერიიდან „ბინდი“. წიგნი ამერიკაში პირველად გამოიცა 2008 წლის 2 აგვისტოს[1] . გაყიდვა დაიწყო შუაღამისას და მიმდინარეობდა წვეულების თანხლებით, რომელიც წიგნის მაღაზიის ადმინისტრაციამ რომანის ერთგულ მკითხველს მოუწყო. წიგნის ტირაჟი იყო 3.7 მილიონი, საიდანაც 1.3 მილიონი პირველ 24 საათში გაიყიდა[2]. წინა რომანებისგან განსხვავებით, „განთიადი“ შედგება 3 ნაწილისგან და აქედან მეორე ნაწილი ჯეიკობის მიერაა მოთხრობილი.

„განთიადი“
Breaking Dawn

წიგნის ყდა
ავტორი სტეფანი მეიერი
გარეკანის მხატვარი გეილ დუბინინი (დიზაინი)
როჯერ ჰეგედონი (ფოტოგრაფია)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლ.
სერია ბინდი
ჟანრი ახალგაზრდული ლიტერატურა
ფენტეზი
გამომცემელი Little, Brown
გამოცემის თარიღი 2 აგვისტო, 2008
მედია წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა)
ელექტრონული წიგნი
აუდიო წიგნი
გვერდი 756
წინამორბედი დაბნელება
მომდევნო Midnight Sun
ISBN ISBN 0-316-06792-X

„განთიადის“ ეკრანიზაცია გამოვიდა ორი ნაწილის სახით. 2011 წელს გამოვიდა პირველი ნაწილი, ხოლო 2012 წელს - მეორე.

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

წიგნი პირველი (ბელა) რედაქტირება

როგორც იქნა ბელა და ედვარდი დაქორწინდნენ და გადაწყვიტეს, თაფლობის თვე სამხრეთ ამერიკაში ედვარდის მშობლების კუთვნილ კუნძულზე გაატარონ. იმის მიუხედავად, რომ ბელა კვლავ ადამიანია, მაინც ახერხებს ედვარდის დაყოლიებას ფიზიკურ კონტაქტზე, რითაც თავს დიდ საფრთხეში იგდებს. კუნძულზე ცხოვრების ორი კვირის შემდეგ ბელა ხვდება, რომ ფეხმძიმედაა და შვილს ელოდება ვამპირისგან.

წიგნი მეორე (ჯეიკობი) რედაქტირება

ჯეიკი ხროვის წევრებისგან შეიტყობს, რომ ბელა საშინლად ავადმყოფობს და კალენები მას კარანტინში ამყოფებენ. ის ფიქრობს, რომ ეს ტყუილია და ედვარდმა მისი მეგობარი უკვე ვამპირად აქცია. ჯეიკობი მალევე შეიტყობს ბელას ავადმყოფობის მიზეზს და მთელი გულით იძულებს ნაყოფს, რომელიც ბელას სისხლს სწოვს. ხროვა შეთანხმდება, რომ ნაყოფი, რომელიც ბელა სუონის მუცელში იზრდება, შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ფორკსის მაცხოვრებელთათვის, ამიტომ ის უნდა განადგურდეს ვიდრე დაიბადება. აცნობიერებს რა, რომ ბელა უნდა მოკლან მისმა მეგობრებმა, რათა ბავშვი არ დაიბადოს, ჯეიკი ტოვებს სემის ხროვას და მიდის კალენების დასაცავად. ჯეიკობს მიჰყვება სეთ კლირუოტერი, რადგან მას კარგი ურთიერთობა აქვს კალენების ოჯახთან. როდესაც სეთი უერთდება ჯეიკის ხროვას, მას მიჰყვა და, ლეა. ამის შემდეგ ჯეიკის სამი მაქციისაგან შემდგარი ხროვა კალენების სახლის პატრულირებას იწყებს. მეორე წიგნის ბოლოს ბელას ეწყება მშობიარობა. ნაყოფი მას შუაზე გლეჯს, ამიტომ ედვარდი ცდილობს, ნერწყვით მანამ შეუხორცოს ჭრილობები, სანამ ბელა სისხლისგან დაიცლება. ბელა უკვე გონებას კარგავს და ედვარდი მიიღებს გადაწყვეტილებას, გარდაქმნას იგი. გულში ნემსით შეყვანილი ვამპირის შხამი ბელას ვამპირად აქცევს.

წიგნი მესამე (ბელა) რედაქტირება

რამდენიმე დღიანი ძლიერი ტკივილის შემდეგ ბელა გონს მოდის და სამყაროს ვამპირის თვალით ხედავს. პირველი, რასაც იგი ამჩნევს, არის სპექტრის მერვე ფერი, რომელსაც მანამდე ვერ აღიქვამდა. ედვარდი სთავაზობს სანადიროდ წასვლას, რათა მათი ნახევრად ვამპირი ნახევრად ადამიანი შვილის ნახვისას ბელა სუნმა არ შეაცდინოს. პირველი ნადირობისას ბელა პუმას მოინადირებს. ნადირობის პროცესში დაბერული ნიავი ადამიანის სუნს მოიტანს, რაც ბელას აცდუნებს და მისკენ გაიქცევა, თუმცა შუა გზაში, ედვარდის დანახვისას გადაიფიქრებს და ჩერდება. თვითკონტროლის ასეთი შემთხვევა ედვარდს და კალენების მთელ ოჯახს აოცებს, ვინაიდან ეს არ შეუძლია გამოცდილ ვამპირებს. საბოლოოდ, როდესაც ედვარდი დარწმუნდება, რომ ბელასთვის შვილთან, რენესმისთან მიახლოება საშიშროებას არ წარმოადგენს, მას სახლში წაიყვანს, სადაც ბელა აღმოაჩენს, რომ მომავალში ჯეიკობს მისი შვილი შეუყვარდება, რაც გააცოფებს და მდგომარეობიდან გამოიყვანს. ამავდროულად, ლორანის მკვლელობის გამო გაბრაზებული ირინა ჩამოდის ალასკიდან, რათა კალენებს ბოდიში მოუხადოს ქორწილზე არ მისვლისთვის. თუმცა, სახლთან მისული, რენესმის ხედავს და კალენების მიერ შექმნილი ვამპირი ბავშვი ჰგონია. ვინაიდან მათი შექმნა აკრძალულია, იგი ამის შესახებ ვოლტურებს ატყობინებს. ხილვაში ელისი ხედავს, რომ ვოლტურები მათთან ჩამოსვლას აპირებენ, რათა გაარკვიონ ბავშვის ამბავი და კალენები მიიღებენ ყველა ნაცნობი ვამპირის მოწმეებად გამოყენების გადაწყვეტილებას. ამიტომ მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იწვევენ. საბოლოოდ ყველაფერი მათ სასარგებლოდ სრულდება და ვოლტურები კვლავ იტალიაში დაბრუნდებიან. კალენების ოჯახი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

გარეკანი რედაქტირება

წიგნის ავტორის თქმით, გარეკანს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ჭადრაკის დაფა აღნიშნავს წიგნის დასასრულს. იქ სისხლიანი დასასრულის ნაცვლად ვოლტურები მარცხდებიან, რადგან ჭადრაკი არის გონივრული თამაში და მოგება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ შანსი ცოტა არის. ჭადრაკის ეს ორი ფიგურა ბელას წარსულსა და მომავალს აღნიშნავს: წითელი პაიკი მისი ადამიანური ცხოვრებაა - როდესაც ბელა იყო ძალიან სუსტი, რადგან პაიკი ყველაზე დაბალი რანგისაა ფიგურებს შორის. ხოლო თეთრი ლაზიერი (გარეკანზე ის პაიკზე წინ დგას) მისი ვამპირული ცხოვრების აღმნიშვნელია, როგორც ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Dan Glaister & Sarah Falconer (2008-07-20). „Mormon who put new life into vampires“. London: The Observer. ციტირების თარიღი: 2009-09-19.
  2. Jim Milliot (2008-08-04). 'Breaking Dawn' Breaks Hachette Records“. Publishers Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-17. ციტირების თარიღი: 2008-10-18.