ბრესანონე, ბრიქსენი (გერმ. Brixen; იტალ. Bressanone) — ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლცანოს პროვინციაში. მდებარეობს ალპურ ხეობაში, ბრენერის რკინიგზის ხაზზე, მდინარეების რიენცისა და იზარკოს შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 559 მ სიმაღლეზე. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 20,286 ადამიანი. XI საუკუნეში ბრესანონე გახდა სასულიერო სამთავრო, რომელსაც მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა ტიროლის გრაფებთან. მოსახლეობა ძირითადად გერმანულენოვანია. ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: ბაროკოს კათედრალი (აღდგენილი 1745-1754), ეპისკოპოსთა სასახლე (XIII საუკუნე), მრავალი ეკლესია-მონასტერი. აწარმოებენ მატყლს, არის ჰიდროელექტროსადგური. გაშენებულია ხეხილის ბაღები და ვენახები.

ქალაქი
ბრესანონე
იტალ. Bressanone
გერმ. Brixen
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 46°43′00″ ჩ. გ. 11°39′00″ ა. გ. / 46.71667° ჩ. გ. 11.65000° ა. გ. / 46.71667; 11.65000
ფართობი 84.86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 559
ოფიციალური ენა გერმანული ენა და იტალიური ენა
მოსახლეობა 20,286 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 240 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0472
საფოსტო ინდექსი 39042
საავტომობილო კოდი BZ
ოფიციალური საიტი brixen.it/de/home.html
ბრესანონე — იტალია
ბრესანონე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება