ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრენდა მილნერი (ქალიშვილობის გვარია ლანგფორდი; დ. 15 ივლისი, 1918) — ბრიტანელი-კანადელი ნეიროფსიქოლოგი. ეკუთვნის დიდი რაოდენობით კვლევითი ლიტერატურა კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სხვადასხვა საკითხზე. არის მაკგილის უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი და მონრეალის ნეიროლოგიკური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის პროფესორი. 2005 წლისთვის 20-ზე მეტი საპატიო ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. მის ნაშრომებში ნეიროფსიქოლოგიის მრავალი ასპექტია წარმოჩენილი.[12] ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც „ნეიროფსიქოლოგიის ფუძემდებელს“.[13] [14] 2009 წელს კოგნიტური ნეირომეცნიერების დარგში ბალსანის პრემიით დაჯილდოვდა, ხოლო 2014 წელს ჯონ ო'კიფთან და მარკუს რეიხლისთან ერთად კავლის პრემიით. 2018 წელს 100 წელი შეუსრულდა.[15]

ბრენდა მილნერი
ინგლ. Brenda Milner
დაბ. თარიღი 15 ივლისი, 1918(1918-07-15) (106 წლის)
დაბ. ადგილი მანჩესტერი
მოქალაქეობა  კანადა
 გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ნეირომეცნიერი, ფსიქოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი მაკგილის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მაკგილის უნივერსიტეტი[1] , ნიუნჰემის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და Withington Girls' School
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე Peter Milner
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, კავლის პრემია ნეირომეცნიერებებში, კანადის ორდენის კომპანიონი, Officer of the National Order of Quebec[2] , Grand Officer of the National Order of Quebec[2] , ბალცანის პრემია, გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, NAS Award in the Neurosciences[3] , Pearl Meister Greengard Prize, კარლ სპენსერ ლაშლის პრემია[4] , William James Fellow Award[5] , კანადის მედიცინის დიდების დარბაზი[6] , Neuronal Plasticity Prize, Dan David Prize, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯილდო ფსიქოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი[7] , ლავალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[8] , Killam Prize, CSS Fellow, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Honorary doctor of the University of Ottawa, Ralph W. Gerard Prize[9] , CPA Donald O. Hebb Award for Distinguished Contributions to Psychology as a Science[10] , კანადის ორდენი, National Order of Quebec, Wilder-Penfield Prize[11] და Prix Michel-Sarrazin

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ბრენდა ლანგფორდი (ქორწინების შემდეგ მილნერი) 1918 წლის 15 ივლისს დაიბადა, მანჩესტერში, ინგლისში.[16][17] მილნერის მამა სემიუელ ლანგფორდი მუსიკის კრიტიკოსი, ჟურნალისტი და მასწავლებელი იყო, ხოლო დედა ლესლი დუიგი მომღერალი იყო.[17] იმის მიუხედავად, რომ ბრენდა მილნერი მუსიკოსი მშობლების ოჯახში გაიზარდა, მუსიკისადმი ინტერესი არ ჰქონია.[17] 8 წლამდე მათემატიკასა და ხელოვნებაში მამა ამეცადინებდა. სწავლობდა უითინგტონის გოგონათა სკოლაში,[13] რომლის დასრულების შემდეგაც კემბრიჯში, ნიუნჰემის კოლეჯში მათემატიკის შესწავლა დაიწყო.[18] მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ მათემატიკას საკმარისად ვერ „აღიქვამდა“, მილნერმა ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. 1939 წელს მილნერმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, რომელიც იმ დროს ჰუმანური მეცნიერების კატეგორიად აღიქმებოდა.[18]

კემბრიჯში ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დეპარტამენტში მილნერის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ოლივერ ზანგვილი იყო. მილნერს ადამიანის ტვინის ფუნქციისა[16] და დაავადებების შესწავლისადმი ინტერესი სწორედ ზაგვილმა განუვითარა.[19]

1941 წელს ბრენდა მის მომავალ ქმარს, პიტერ მილნერს შეხვდა.[20] ისინი რადარის კვლევებზე მუშაობდნენ. პიტერ მილნერი ელექტროინჟინერი იყო. 1944 წელს მათ იქორწინეს და კანადაში გადასახლდნენ, სადაც პიტერი ფიზიკოსებთან ერთად ატომურ კვლევებზე სამუშაოდ მიიწვიეს.[16][20] კანადაში ჩასვლის შემდეგ ბრენდა მილნერი მონრეალის უნივერსიტეტში 7 წლის მანძილზე ფსიქოლოგიას ასწავლიდა.

1949 წელს ბრენდა მილნერმა კემბრიჯის უნივერსიტეტში ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში მაგისტრის ხარისხი მიიღო.[21] მონრეალში ბრენდა მილნერი მაკგილის უნივერსიტეტში ფიზიოლოგიურ ფისოლოქგიაში ფილოსოფიის დოქტორის კანდიდატი გახდა დონალდ ჰების ხელმძღვანელობით. კვლევამ უაილდერ პენფილდის ყურადღება დაიმსახურა. 1950 წელს ჰების დახმარებით, მილნერს მონრეალის ნეიროლოგიკურ ინსტიტუში პენფილდთან სწავლის შესაძლებლობა მიეცა.[16][20] 1952 წელს მილნერმა ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.[22]

1954 წელს მილნერმა მაკგილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ბიულეტენში გამოაქვეყნა სტატია „დროებითი ლობების ინტელექტუალური ფუნქციები“.[23] აღნიშნულ ნაშრომში მილნერმა აჩვენა, რომ დროებითი ლობის დაზიანებებს ადამიანებსა და პრიმატებში ემოციური და ინტელექტუალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.[24]

ჯილდოები და საპატიო წოდებები

რედაქტირება
 
ბრენდა მილნერი 2014 წელს

ნეირომეცნიერებასა და ფსიქოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის მილნერი უამრავი ჯილდოთი და საპატიო წოდებითაა შეკული, მათ შორის: ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრის, კანადის სამეფო საზოგადოებისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის სტატუსით.[13][25] საერთო ჯამში, კანადის, ევროპისა და აშშ-ის მასშტაბით იგი 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო ხარისხითაა დაჯილდოებული.[26]

ადრეულ ეტაპზე მილნერი ნიუნჰემის კოლეჯმა სარა სმითსონის კვლევითი სტიპენდიით დაჯილდოვდა, რამაც მას ნიუნჰემის კოლეჯში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა.[16] 1984 წელს მილნერი კანადის ორდენის ოფიცრის წოდებით დაჯილდოვდა, ხოლო 2004 წელს ამ ორდენის კომპანიონის წოდება მიენიჭა. 1987 წელს ნეირომეცნიერებაში რალფ ვ. გერარდის პრემიით დაჯილდოვდა. 2004 წელს ნეირომეცნიერებაში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჯილდო გადაეცა.[27] 1985 წელს კვებეკის ეროვნული ორდენის ოფიცერი გახდა, ხოლო 2009 წელს ამ ორდენის დიდი ოფიცრის წოდებაც მიენიჭა.[28] 2007 წელს ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის საპატიო უცხოელ წევრად აირჩიეს.[29] 2009 წლის დეკემბერში შვეიცარიის პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე კოგნიტური ნეირომეცნიერების დარგში შეტანილი წვლილისთვის ბალსანის პრემია გადაეცა.

2014 წელს მილნერი ნეირმოცენიერებაში კავლის პრემიით დაჯილდოვდა. სხვა ჯილდოებს შორის აღსანიშნავია: მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად არჩევა (1976), ალცჰაიმერის დაავადების სამედიცინო კვლევისთვის მიღებული ჯილდო (1996), ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად არჩევა (2005), დენ დევიდის პრემია (2014), კანადის მეცნიერებისა და ინჟინერიის დიდების ხეივანში შესვლა (2012), კვებეკის ეროვნული ასამბლეისგან ღირსების მედლის მიღება (2018),[30] ნორმან ანდერსონის ჯილდო ცხოვრებისეული ღვაწლისთვის (2009 და 2010), უაილდერ-პენფილდის პრემია (1993), კანადის სამეფო საზოგადოებისა და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად არჩევა და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. http://www.psych.ualberta.ca/GCPWS/Milner/Biography/Milner_bio5.html
  2. 2.0 2.1 http://www.ordre-national.gouv.qc.ca/membres/membre.asp?id=126
  3. http://www.nasonline.org/programs/awards/neurosciences.html
  4. https://www.amphilsoc.org/prizes/karl-spencer-lashley-award
  5. https://www.psychologicalscience.org/members/awards-and-honors/fellow-award/recipent-past-award-winners
  6. http://www.cdnmedhall.org/laureates
  7. https://www.apa.org/about/awards/scientific-contributions?tab=3
  8. https://www.ulaval.ca/notre-universite/prix-et-distinctions/doctorats-honoris-causa-de-luniversite-laval/liste-complete-des-recipiendaires-de-1864-a-aujourdhui.html
  9. https://www.sfn.org/careers/awards/outstanding-career-and-research-achievements-awards/ralph-w-gerard-prize
  10. https://cpa.ca/aboutcpa/cpaawards/awarddescriptions/
  11. https://prixduquebec.gouv.qc.ca/prix/scientifiques/wilder-penfield/
  12. Brenda Milner. List of Publications.
  13. 13.0 13.1 13.2 Perdue, Mitzi (15 April 2015). „Science Legend Dr. Brenda Milner“. Genetic Engineering & Biotechnology News (Paper). 35 (8). pp. 6–7.
  14. Pioneering Memory Researcher Brenda Milner To Receive Pearl Meister Greengard Prize. Medical News Today (May 26, 2011). ციტირების თარიღი: May 14, 2013
  15. Pioneering neuropsychologist Brenda Milner turns 100. ციტირების თარიღი: November 30, 2018
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 No Authorship Indicated (1974). „Distinguished Scientific Contribution Awards for 1973“. American Psychologist. 29: 27–43. doi:10.1037/h0020147.
  17. 17.0 17.1 17.2 Dr. Brenda Milner - Biography. Worth Publishers. ციტირების თარიღი: 2016-06-20
  18. 18.0 18.1 Dr. Brenda Milner - Biography. Worth Publishers. ციტირების თარიღი: 2016-06-20
  19. Dr. Brenda Milner - Biography. Worth Publishers. ციტირების თარიღი: 2016-06-20
  20. 20.0 20.1 20.2 Dr. Brenda Milner - Biography. Worth Publishers. ციტირების თარიღი: 2016-06-20
  21. McGill University Staff.
  22. Dr. Brenda Milner - Biography. Worth Publishers. ციტირების თარიღი: 2016-06-20
  23. Milner, Brenda (1954). „Intellectual Function of the Temporal Lobes“. Psychological Bulletin. 51 (1): 42–62. doi:10.1037/h0054728. PMID 13237374.
  24. Milner, B (1954). „Intellectual function of the temporal lobes“. Psychological Bulletin. 51 (1): 42–62. doi:10.1037/h0054728. PMID 13237374.
  25. Dr. Brenda Milner. Canadians for Health Research (June 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 8, 2014. ციტირების თარიღი: May 14, 2013
  26. Awards & Honours of Brenda Milner. Montreal Neurological Institute. ციტირების თარიღი: 21 January 2019
  27. Nas Award in the Neurosciences. (2012).
  28. Brenda Milner fr. Gouvernement du Québec. ციტირების თარიღი: 2012-01-01
  29. Book of Members, 1780–2010: Chapter M. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: July 25, 2014
  30. As she turns 100, 'there's no stopping' trailblazing Montreal neuroscientist Brenda Milner - CBC News. ციტირების თარიღი: November 30, 2018
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრენდა_მილნერი“-დან