ბრაქტეატი
ბრაქტეატი (ლათ. bractea — თუნუქი) — ოქროს ან ვერცხლის ბრტყელი, თხელი, მხოლოდ ცალ მხარეს მოჭრილი მონეტა.
შუა საუკუნეების ბრაქტეატები გაჩნდა დაახლოებით XII საუკუნის შუა წლებში და იჭრებოდა XV საუკუნის შუა პერიოდამდე. ეს მონეტები მალევე შეავიწროვა დინარმა.[1] სახელწოდება ბრაქტეატი ამ მონეტებმა მიიღეს მხოლოდ XVII საუკუნის ბოლოს ნუმიზმატიკაში. XII-XIV საუკუნეების ლიტერატურაში ეს მონეტები იწოდებოდნენ „დინარად“, „ნუმიად“ ან „პფენიგად“.[2]
ამ ტერმინის სხვა მნიშვნელობა უკავშირდება ბრტყელ და თხელ ოქროს მონეტებს, რომლებიც ხალხთა დიდი გადასახლების დროს გამოიშვა. როგორც წესი, მათ ჰქონდათ მარყუჟი და გამოიყენებოდა კისრის ამულეტის სახით.