ბრაიტენფელდის ბრძოლა (გერმ. Schlacht bei Breitenfeld; შვედ. Slaget vid Breitenfeld) — ბრძოლა ოცდაათწლიანი ომის მსვლელობისას პროტესტანტულ სახელმწიფოებსა და კათოლიკურ ლიგას შორის 1631 წლის 17 სექტემბერს.
შვედებმა, რომლებიც პროტესტანტთა ძირითად ნაწილს შეადგენდნენ, მეფე გუსტავ II ადოლფის მეთაურობით მოიპოვეს გადამწყვეტი გამარჯვება, რითაც გზა გაეხსნათ ცენტრალური და სამხრეთი გერმანიისაკენ. ბრძოლა გარდამტეხ მომენტად ითვლება ომის მიმდინარეობაში.