ბრაიან ფილიპ უელჩი (ინგლ. Brian Philip Welch; დ. 19 ივნისი, 1970), ცნობილი ზედმეტსახელით Head — ამერიკელი მუსიკოსი, ცნობილი ჯგუფ კორნით. მან ჯგუფი დატოვა 2005 წელს თავისი პირადი რწმენების და მამობრივი მოვალეობის შესრულებისთვის. მან 2008 წლის 9 სექტემბერს გამოუშვა სოლო ალბომი სახელად Save Me from Myself.

ბრაიან უელჩი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 ივნისი, 1970
დაბ. ადგილი Harbor City[1] [2]
წარმოშობა კალიფორნია აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი ნიუ მეტალი ალტერნატიული მეტალი როკი
საქმიანობა ვოკალისტი გიტარისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა.ბექ ვოკალი
აქტიური 1993-დღემდე
საიტი BrianHeadWelch.net
ბრაიან უელჩი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა და გაიზარდა ბეკერსფილდში, კალიფორნიის შტატში. ბრაიანმა გიტარაზე დაკვრა დაიწყო 10 წლის ასაკში, მისი პირველი და ლეგენდარული გიტარა იყო Peavey Mystic, "ყველაზე მეტალისტურ გიტარად გამომხედავი გიტარა" როგორც მან აღნიშნა მის წიგნში სახელად გადამარჩინე საკუთარი თავისგან (Save Me from Myself). სინამდვილეში ბარაიანი დაინტერესებული და მონდომებული იყო ესწავლა და გამოსულიყო დრამერი, მაგრამ მისმა მამამ ურჩია მას ესწავლა გიტარაზე დაკვრა, ამ დროისთვის ის შეხვდა რიგინალდ "ფილდი" არვიზუს (Reginald "Fieldy" Arvizu), რომელიც ასევე უკრავდა გიტარაზე, თუმცა ჰედი მიხვდა რომ ფილდის საქმე არ იყო გიტარა და მას სჭირდებოდა რაიმე დასაკრავი ინსტრუმენტი რომელსაც შედარებით ნაკლები სიმები ექნებოდა და მან ფილდის ბას-გიტარაზე დაკვრა ურჩია. რამდენიმე ხანში კი მათ ჩამოაყალიბეს პირველი ჯგუფი Pierct რომელიც გამოითქმებოდა როგორც Pierced.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1995 წელს ჰედის მეგობარმა გოგომ გააჩინა შვილი, რომელიც დამადებამდე გადაწყვეტილი ჰქონდათ გაეშვილებინათ, და ისინიც ასე მოიქცნენ. ხოლო 1997 წლის 6 ივლისს რებეკამ გააჩინა მეორე შვილი სახელად ჟანა მარია უელჩი (Jennea Marie Welch). ამ დროისთვის ჯგუფი უნდა ყოფილიყო ოზის ტურნეზე თუმცა მათ ეს ტურნე სანამ დაიწყებოდა მაქამდე მიატოვეს და ჰედს საშუალება ჰქონდა ყოფილიყო მის მეუღლესთან და ბავშვთან ერთად.

ჯერ კიდევ ახალ ჩამოყალიბებული ქორნის წლებიდან, უელჩი იყენებდა მეტამფეტამინს (Methamphetamine, ერთგვარი ნარკოტიკული საშუალება) 2005 წლამდე სანამ მან დატოვა ჯგუფი. ის ამ პრედიოდის განმავლობაში რამდენიმეჯერ ეცადა წამლის გადაგდება და მან ეს ყოველთვის შეძლო, მაგრამ სულ უბრუნდებოდა მის გამოყენებას. საბოლოოდ ჰედი მიხვდა, რომ წამალს უფრო დიდ დროს უთმობდა ვიდრე თავის შვილს რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი მისი ჯგუფიდან წასვლის.

2005 წლის 22 თებერვალს, ქორნის მენეგერებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია უელჩის დატოვების შესახებ. ამა წლის 10 მარტს ის მოინათლა იორდანიის მდინარეში სხვა ბეიკერსფილდელ მორწმუნეებთან ერთად, რის შემდეგაც ის გამოიკეტა რამდენიმე კივა ოთახში, რომელსაც ის ეძახდა "რეაბილიტაციის ოთახს", რის შედეგადაც მან დაანება თავი ყოველგვარ ნარტოტიკუ და ალკოჰოლურ საშუალებლებს.

ასევე მოხდა უელჩის და ჯონათან დეივისის დაპირისპირება მასმედიში, რისი მიზეზიც გახდა ჰედის განცხადება, სადაც ის იძახდა, რომ ჯონათანი ჯგუფში იყო მხოლოდ ფულისთვის, დავისმა ამ განცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მისა და ჰედს შორის გაჩნდა დიდი და მტკიცე ბზარი. თუმცა რამდენიმე ხანში Beliefnet.com-თან ინტერვიუში, რომელშიც უელჩს კითხეს როგორ შეხვდა ჯგუფი მისი წიგნის გამოშვებას ჯგუფის და თავის შესახებ ადრეული ასაკიდან მან განაცხადა:

როგორ შეხვდნენ ჯგუფის წევრები ამ ამბავს, რომ თქვენ დაწერეთ წიგნი? და გაქვთ თუ არა კვლავ შეხება თქვენ მათთან?

მათ გაიგეს რომ მე დავწერე წიგნი, ასევე ჰოლივუდში ბევრი ჭორი დადის იმის შესახებ, რომ ამ წიგნში მე სრულიად გავანადგურე ისინი, მაგრამ ამ წიგნში არის აღნიშნული ყველა ის ფაქტი, რაც მათ გააკეთეს და რაც მე გავაკეთე. ასევე მათ დაწერეს ორი სიმღერა ჩემ შესახებ ახალ ალბომში, რომლითაც უარყოფითი აზრი გამოთქვეს ჩემი წიგნის შესახებ. მაგრამ როდესაც მე გავიგე, რომ ეს ორი სიმღერა იყო მიმართული ჩემი წიგნის საწინააღმდეგოდ მე მათ გაუგზავნე წიგნის ეგზემპლარები წერილით: "მიყვარხართ ძმებო, მე თქვენ არ გამინადგურებიხართ, როგორც ხალხი იძახის, უბრალოდ წაიკითხეთ ეს წიგნი, ეს არის და ეს." და ახლა ისინი იძლევიან ინტერვიუებს და ამბობენ, რომ წიგნი მართლაც მაგარია და ისინი არ მოელოდნენ, რომ წიგნი ასეთი მაგარი იქნებოდა. ასე რომ ყველაფერი ხდება. მაგრამ, მათ უკვე აქვთ ორი სიმღერა ჩემ საწინაღმდეგოდ, თუმცა ეს ყველაფერი კარგია. მე მიყვარს ისინი და მათ ვუყვარვარ მე. ეს ყველაფერი ალბათ იმის ბრალი იყო, რომ მე თავიდან უარყოფითი რაღაცები ვილაპარაკე ჯგუფზე და დავტოვე ჯგუფი, მაგრამ ეს ყველაფერი კარგია.

2005 წელს, უელჩი იყო CNN-ის გადაცემაში "ხალხი ახალ ამბებში" (People in the News) სადაც მან დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ის იღებდა ყველანაირ ალკოჰოლს, მეთამფიტამინს, ხანას და სხვა დასაძინებელ საშუალებებს, სანამ ის არ იწამებდა იესო ქრისტეს.

2008 წლის მარტში ჰედმა დააფუძნა მუსიკალური ჩამწერი სტუდია Driven Music Group, რომელმაც უკვე გააფორმა კონტრაქტი Warner Music Group-თან და Rykodisc-თან.

2008 წლის 30 მარტს, Headbanger-ის ინტერვიუსთან ჯონათან დეივისმა განაცხადა, რომ მას სურს შემდგომი ჯგუფის ალბომის ჩაწერა ჰედთან ერთად.

ბრაიან უელჩი

რედაქტირება

როდესაც ჰედმა დატოვა ნიუ მეტალ ჯგუფი ქორნი, არ იყო არცერთ ჟურნალში თუ ინტერნეტგამოცემაში აღნიშნული, როდის გამოვიდოდა მისი ჯგუფი და საერთოდ, ვისთან ჰქონდა მას კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა გავრცელდა რამდენიმე მისი დემო სიმღერა. "იაფფასნიანი სახელი" (A Cheap Name), რომელიც ეძღვნება 50 ცენტს (50 Cent), ასევე იყო სიმღერა "ოცნება" (Dream) და "წერილი დიმბეგს" (A Letter To Dimebag), რომელიც მიძღვნილი იყო როკ ჯგუფ პანტერა და მათ გარდაცვლილ წევრ დიმბეგ დამბეგს (Dimebag Darrell Abbott).

ისრაელში ყოფნის დროს ჰედი აგრძელებდა, სიმღერების დაწერას, მან ასევე მიმართა ფილდის, რომ ის ყოფილიყო მისი ალბომის პროდიუსერი თუმცა მან პასუხი ვერ მიიღო. ასევე ჰედმა MTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჭორები თითქოს ის აპირებდა ქრისტიანული როკის დაკრვრას ყოველგვარ საფუძველს იყო მოცილებული.

2008 წლის, 15 მარტს ჰედმა განაცხადა, რომ მან დადო კონტრაქტი Driven Music Group-თან და ის აპირებდა წიგნის სახელის გამოყენებას, ალბომის სახელად. ეს ინფორმაცია გავცრცელდა მის მაისფეისზე და ოფიციალურ ვებგვერძე. ალბომისთვის ინტრუმენტალი დაწერა თავად ჰედმა, მაგრამ მან დაიქირავა ასევე რამდენიმე წევრი დამხმარედ, კონკრეტულადკი: რითმ გიტარისტი არჩი მიუზ უმცროსი (Archie J. Muise Jr.), ბასისტი ტონი ლევინი (Tony Levin), და დრამერი ჯოშ ფრიზი (Josh Freese). პირველი სიგნლი სახეად "Flush" გამოვიდა 2008 წლის 5 ივლისს და მას კლიპი მოყვა 2008 წლის 5 სექტემბერს, რომლის რეჟისორიცაა ფრენკი ნასო (Frankie Nasso).

დისკოგრაფია

რედაქტირება

კორნთან ერთად

რედაქტირება

ლიმპ ბიზკიტთან ერთად

რედაქტირება

ბრაიან უელჩი

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. The Movie Database — 2008.
  2. Brian "Head" Welch, tour savoir sur l'artiste dans Hard Force — 1985.